თბილისის შემდეგ სამშენებელო სექტორი ყველაზე განვითარებული აჭარაში, კერძოდ კი ბათუმშია. ტურისტულად მიმზიდველი ქალაქში ბინის ყიდვის მსურველი ყოველთვისაა, შესაბამისად, ეს ფასზეც აისახება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს ბინები ბათუმში და რა ტენდენციებია ზღვისპირა ქალაქის უძრავი ქონების ბაზარზე.
„საქსტატიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის პირველი კვარტალში აჭარაში 314 სამშენებლო ნებართვიდან 219 საცხოვრებელ სახლზე გაიცა. რაც შეეხება დასრულებულ შენობებს, 2018 წლის პირველი კვარტალში აჭარაში 6 საცხოვრებელი შენობის მშენებლობა დასრულდა.ვებპორტალ saqme.ge-ის ინფორმაციით, ბათუმში ძველი აშენებული ბინის 1მ2 ფასი 600-700 დოლარში მერყეობს. ახალ აშენებულის ფასი კი უფრო ძვირია და 750-950 დოლარი ღირს. რაც შეეხება მშენებარე ბინებს, მისი ფასი 450-550 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
როგორც უძრავი ქონების სააგენტოს thouse.ge დამფუძნებელი ალექსანდრე სხულუხია „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ბათუმში ყველაზე მიმზიდველი ადგილი სანაპირო ზოლზეა. განაგრძეთ კითხვა