ელონ მასკმა ტაილანდელი ბავშვების გამოქვაბულიდან გამოსაყვანად სპეციალისტები გაგზავნა

ელონ მასკმა ტაილანდელი ბავშვების გამოქვაბულიდან გამოსაყვანად სპეციალისტები გაგზავნა

ელონ მასკი ტაილანდში, გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 ფეხბურთელისა და მათი მწვრთნელის დასახმარებლად გამოცდილ ინჟინრებს გზავნის, ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მასკი იმედოვნებს, რომ მისი სპეციალისტები შეუერთებიან საერთაშორისო სამაშველო ოპერაციას, რომელიც გამოქვაბულების კომპლექსში მიმდინარეობს.

Boring Company-ის დამაარსებელი და Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელი „ტვიტერზე“ წერს, რომ უმჯობესია, სპეციალისტებმა ადგილზე ნახონ შექმნილი მდგომარეობა.

მასკის Boring Company მიწისქვეშა ტრანსპორტის სისტემის შექმნაზე მუშაობს და კომპანიის ინჟინრების გამოცდილება და აღჭურვილობა, შესაძლოა, ბიჭების ევაკუაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

ინფორმაცია დაადასტურა ტაილანდის მთავრობამაც. „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ მასკის ინჟინრები ტაილანდში 7 ივლისს იქნებიან.

თავად მასკმა კი „ტვიტერზე“ ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, დაამუშაონ გასაბერი მილის შეყვანის იდეა გამოქვაბულში, რომლის საშუალებითაც ფეხბურთელებისა და მწვრთნელის გარეთ გამოყვანას შეძლებენ.

12 ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი ექსკურსიაზე 23 ივნისს წავიდნენ. წყალდიდობის გამო გამოსასვლელი დაიტბორა და უკან დაბრუნება ვეღარ შეძლეს. გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ ისინი ბრიტანელმა მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა იმის გამო, რომ გვირაბები მთლიანად წყლითა და ტალახით არის სავსე, ბიჭების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გუშინ ფეხბურთელების მოსანახულებლად, მათთვის საკვებისა და ჟანგბადის ბალონების შესატანად გამოქვაბულში მაშველების გუნდი შევიდა. ერთ-ერთი მყვინთავი გარეთ გამოსვლამდე უჰაერობით გარდაიცვალა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე