"დრო ძალიან ცოტა გვაქვს" - გამოქვაბულში ჟანგბადი თითქმის ამოიწურა, ბავშვების სიცოცხლე რისკის ქვეშაა

"დრო ძალიან ცოტა გვაქვს" - გამოქვაბულში ჟანგბადი თითქმის ამოიწურა, ბავშვების სიცოცხლე რისკის ქვეშაა

გამოქვაბულში, რომელსაც 12 ტაილანდელი ფეხბურთელი ბავშვი და მათი მწვრთნელი აფარებს თავს, ჟანგბადის მაჩვენებელი იკლებს.

CNN-ის ინფორმაციით, თავდაპირველად ხელისუფლება გეგმავდა, რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე წყლის დონე არ დაიწევდა, საჭირო ნივთები და საკვები მიეწოდებინათ ბიჭებისთვის, რადგან ევაკუაცია დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. თუმცა, ახლა კვლავ წვიმას პროგნოზირებენ, რაც წყლის დონის მატებას გამოიწვევს და შესაძლოა, გამოქვაბული, სადაც ბიჭები არიან, წყლით დაიფაროს.

ცოტა ხნის წინ კი ჟანგბადის უკმარისობის პრობლემაც დადგა. უჰაერობას ერთი მაშველი ემსხვერპლა.

სამხედრო მყვინთავების ჯგუფის ხელმძღვანელის, აფაკორნ იოკონგკაევის განცხადებით, გამოქვაბულში ჟანგბადის დონე 15%-მდე დაეცა. ექიმები შიშობენ, რომ ჟანგბადის ასეთმა მაჩვენებელმა, შესაძლოა, ჰიპოქსიაც გამოიწვიოს, რაც ბიჭების გამოყვანას კიდევ უფრო გაართულებს.

„მეტს ვეღარ დაველოდებით, სიტუაცია ძალიან მძიმეა. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ ბიჭებს გამოქვაბულში დავტოვებდით დიდი ხნით, თუმცა გარემოება შეიცვალა. დრო ძალიან ცოტა გვაქვს,“ - განაცხადა იოკონგკაევმა.

მეტი დეტალების შესახებ ოფიციალურ პირებს არ უსაუბრიათ.

12 ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი ექსკურსიაზე 23 ივნისს წავიდნენ. წყალდიდობის გამო გამოსასვლელი დაიტბორა და უკან დაბრუნება ვეღარ შეძლეს. გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ ისინი ბრიტანელმა მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა იმის გამო, რომ გვირაბები მთლიანად წყლითა და ტალახით არის სავსე, ბიჭების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გუშინ ფეხბურთელების მოსანახულებლად, მათთვის საკვებისა და ჟანგბადის ბალონების შესატანად გამოქვაბულში მაშველების გუნდი შევიდა. ერთ-ერთი მყვინთავი გარეთ გამოსვლამდე უჰაერობით გარდაიცვალა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე