"როცა სახლში დავბრუნდები, ბევრს შევჭამ..." - რას წერენ მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვები მშობლებს

"როცა სახლში დავბრუნდები, ბევრს შევჭამ..." - რას წერენ მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვები მშობლებს

ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილი ფეხბურთელი ბიჭუნებისგან მშობლებმა წერილები მიიღეს. როგორც euronews-ი წერს, მშობლებისადმი მიწერილ წერილებში 12-16 წლის ბიჭები მათ გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. წერილები პირველი კომუნიკაცია იყო ოჯახის წევრებთან 23 ივნისის შემდეგ - იმ დღიდან, რაც ბავშვები გამოქვაბულში ჩარჩნენ. გამოცემის ინფორმაციით, წერილები ბიჭების ოჯახებს უცხოელმა მყვინთავებმა გამოუტანეს მღვიმიდან.

"არ ინერვიულო, გაძლიერდი" - წერს ერთი ბიჭი წერილში და დასძენს, რომ როცა სახლში დაბრუნდება "ძალიან ბევრს შეჭამს".

"მასწავლებლებო, არ მოგვცეთ ბევრი სამეცადინო!" - წერია კიდევ ერთი ბიჭუნას წერილში.

ფეხბურთელი ბავშვების 25 წლის მწვრთნელი ეკაპოლ ჩანტავონგი კი მშობლებს უბოდიშებს მისი საქციელის გამო და წერს:

"მშობლებო, თქვენი ბიჭები ახლა კარგად არიან, სამაშველო ჯგუფები მათ ძალიან კარგად ეპყრობიან. გპირდებით, რომ მათზე მე ვიზრუნებ. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გადასარჩენად მოვიდა" - წერს მწვრთნელი.

ფეხბურთელები მწვრთნელთან ერთად ექსკურსიაზე გამოქვაბულების კომპლექსში 23 ივნისს შევიდნენ. წყალდიდობის გამო გამოსასვლელი დაიკეტა და ბიჭების პოვნა 9 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, მათ ორმა ბრიტანელმა მყვინთავმა მიაგნო. რთული გამოსასვლელის გამო ბავშვების ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე