საზამთროს მურაბა - მოამზადეთ ზაფხულის ჰიტი მარტივი რეცეპტით

საზამთროს მურაბა - მოამზადეთ ზაფხულის ჰიტი მარტივი რეცეპტით

ზაფხული სურნელოვანი და გემრიელი საზამთროს გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ის მხოლოდ ცხელი სეზონისთვის არ არის განკუთვნილი. ზამთრის ცივი დღეები უფრო თბილი და გემრიელი რომ გახადოთ, ამისთვის ცხელ სეზონზე უნდა მოამზადოთ ჩაისთან მისაყოლებელი საზამთროს მურაბა. გთავაზობთ მურაბის მარტივ რეცეპტს:

მურაბისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: საზამთროს კანი - 1 კგ; კირი - 200 გრ; შაბი - 1/2 სკ; წყალი - 3 ჭიქა; შაქარი - 1,5 კგ + 0,5 ჭიქა

მომზადების წესები

სქელკანიან საზამთროს მოვაცალოთ გული და მწვანე თხელი გარეთა კანი. დავჭრათ ლამაზ ნაჭრებად და დავჩხვლიტოთ ალაგ-ალაგ. ჩავყაროთ ჭურჭელში, მოვაყაროთ კირი, მოვასხათ წყალი ისე რომ დაიფაროს და გავაჩეროთ 1 სთ. შემდეგ გავრეცხოთ გამდინარე წყალში, დავასხათ მდუღარე წყალში და ვადუღოთ 10 წთ. შემდეგ გადავიტანოთ საზამთრო საწურზე. ქვაბში ჩავასხათ ქხალი მდუღარე წყალი, ჩავყაროთ 1/2 სკ შაბი, ავადუღოთ და ჩავყაროთ საზამთრო, ვადუღოთ 10 წუთი და კვლავ გადავიტანოთ საწურზე ნახეთ რეცეპტი ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს