საგამოძიებო კომისიაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს

საგამოძიებო კომისიაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს. კომისიამ უკვე დაასრულა 51-ე სკოლის დირექტორისა და მისი მოადგილის გამოკითხვა. მანანა თურქაძემ და თინათინ ყენიამ პარლამენტი უკომენტაროდ დატოვეს.რაც შეეხება პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორს, როგორც ხათუნა ბარაბაძე ამბობს, ის კომპეტენციის ფარგლებში ყველა კითხვას უპასუხებს.

"რა კითხვასაც დამისვამენ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მიიღებენ პასუხს. ჩვენს სკოლაში სწავლოვდნენ ის ბავშვები, ვინც მსჯავრდებულები არიან, კერძოდ გ.ჯ. და გ.ბ.", - განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ.

სკოლის დირექტორი ორივე არასრულწლოვანს დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ ისინი კონფლიქტურები არ იყვნენ. თუმცა აქვე ბარაბაძე ამბობს, რომ ორივე მსჯავრდებულის მონაწილეობით 2 წლის წინ გარკვეულ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. "მაშინ ორივეს გაფრთხილება მიეცა", - აღნიშნა ბარაბაძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს