"ხმამაღლა ვყვიროდი, "Go Croatia, fuck off Russia! შემდეგ ჩვენს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება..." - ინციდენტი ბათუმში რუს და ქართველ გულშემატკივრებს შორის

"ხმამაღლა ვყვიროდი, "Go Croatia, fuck off Russia! შემდეგ ჩვენს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება..." - ინციდენტი ბათუმში რუს და ქართველ გულშემატკივრებს შორის

ბათუმში, ანბანის კოშკთან გვიან ღამით, რუსეთ-ხორვატიის ფეხბურთის მატჩის ყურებისას რუს და ქართველ გულშემატკივრებს შორის ინციდენტი მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს რუსმა ტურისტებმა შეატყობინეს. ტურისტების თქმით, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით, ინციდენტში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორმა ეკა ჭითანავამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ქართველმა გულშემტკივრებმა ანბანის კოშკთან რუსეთის დროშების ფრიალი გააპროტესტეს, რასაც ინციდენტი მოჰყვა.

"რუსეთ-ხორვატიის მატჩს ვუყურებდი ბათუმში, ანბანის კოშკთან ახლოს, დიდ ეკრანზე. ცხადია, იქ იმიტომ მივედი, რომ ხორვატიისთვის მეგულშემატკივრა და ემოციები ღიად გამომეხატა. რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე ზუსტად ჩემს წინ აფრიალებდა რუსულ დროშას, რაც გავაპროტესტე. როცა ხორვატიამ გაიტანა გოლი, მას უფრო მივუახლოვდი და მისთვის კარგად გასაგონად, ხმამაღლა ვყვიროდი, "Go Croatia, fuck off Russia! რაზეც მომიბრუნდა, რატომ ჩამყვირიო. შემდეგ ჩვენს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, მე ვაპროტესტებდი რუსეთის დროშის ფრიალს. "My country is occupied by your fucking country, so go, and wave your flag in Russia-მეთქი. ქალბატონმა 112-ს დაურეკა, მცემენო. პოლიცია მოვიდა. წაგვიყვანეს ყველა პოლიციის განყოფილებაში. მე გამომყვა მხოლოდ ორი მოწმე, (უღრმესი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის). ქართველები, სხვები გაიძურწნენ. სამაგიეროდ, რუსი გოგოს საგულშემატკივროდ მოვიდნენ ქართველი ბიჭები. გამოკითხვისას როგორც გავიგე, რუსი იძახდა ფიზიკურად შემეხოო (იტყუება) და ოკუპანტი მიწოდაო. ჩემი მოწმეები დილის 7 საათზე გამოკითხეს. მე არ მყავდა ადვოკატი. განყოფილებაში მოვიდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები. გავიარე კონსულტაცია იურისტებთან და ჩემი გამოკითხვა გადაიდო ორშაბათამდე. ჯერჯერობით ველოდები გამოძიების შედეგებს", - წერს სოციალურ ქსელში ეკა ჭითანავა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო