მაშველებმა მღვიმიდან ორი ფეხბურთელი ბიჭი გამოიყვანეს - ევაკუაცია წარმატებით მიმდინარეობს

მაშველებმა მღვიმიდან ორი ფეხბურთელი ბიჭი გამოიყვანეს - ევაკუაცია წარმატებით მიმდინარეობს

ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი ფეხბურთელების გამოყვანა მაშველებმა დაიწყეს. BBC-ს ინფორმაციით, გამოქვაბულიდან რამდენიმე წუთის წინ სულ მცირე 2 ბიჭი წარმატებით გამოიყვანეს. CNN კი წერს, რომ მაშველების ბანაკი პირველმა სამმა ფეხბურთელმა დატოვა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, რამდენიმე წუთში მღვიმედან კიდევ 4 ბიჭი გამოვა.

ამასთან, ჟურნალისტები "ტვიტერზე" აქვეყნებენ ვერტმფრენების ფოტოებს, რომლებმაც მღვიმის შესასვლელი დატოვეს და ქალაქისკენ მიფრინავენ- სავარაუდოდ, ვერტმფრენებით ბიჭები საავადმყოფოში გადაჰყავთ. ფეხბურთელებს საავადმყოფოში ოჯახის წევრები ელოდებიან.

ძლიერი წვიმისა და მღვიმის მთლიანად დატბორვის გამო მაშველებმა გადაწყვიტეს, ბიჭების გამოყვანის ოპერაცია დღეს დაუყოვნებლივ დაეწყოთ. დღეს დილით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ევაკუაცია, შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს.

ისრაელელი მყვინთავი რაფაელ არუში, რომელიც ტაილანდში ცხოვრობს და ბიჭების დასახმარებლად ამჟამად მღვიმესთან იმყოფება, „სიენენთან“ ამბობს, რომ ამინდი ძალიან საშიშია. მისი თქმით, ნალექის გამო მღვიმეში ძალიან დიდი რაოდენობით წყალი შევა და არის რისკი, რომ ოპერაციას ხელი შეუშალოს.

„სიჩქარე ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ევაკუაციის ოპერაციის გეგმაში ძალიან დიდი ცვლილებები შევიდეს და მიიღონ გადაწყვეტილება, რომ დღეს უფრო მეტი ადამიანი გამოიყვანონ მღვიმედან, ვიდრე დაგეგმილი იყო,“ - ამბობს არუში.

სამაშველო ოპერაციაში რამდენიმე ქვეყანაა ჩართული, მათ შორის - მონაწილეობას იღებენ ექსპერტები დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ჩინეთიდან, ავსტრალიიდან, იაპონიიდან, ლაოსიდან და მიანმარიდან.

საჭირო აღჭურვილობა მაშველებს რამდენიმე ქვეყნის მსხვილმა კომპანიებმა შესთავაზეს, მათ შორის არის ამერიკელი ბიზნესმენი ელონ მასკი, რომელმაც ტაილანდში საკუთარი ინჟინრებიც გაგზავნა.

სამაშველო ოპერაციის დაწყებამდე სამართალდამცველებმა მედიას სთხოვეს, მღვიმის შესასვლელი დაეტოვებინათ და ტერიტორია მწვანე ბრეზენტით შემოსაზღვრეს. ადგილზე მიიტანეს დიდი რაოდენობით ჟანგბადის ავზი, იქვე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე