არის თუ არა ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლული - "პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა"

არის თუ არა ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლული - "პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა"

6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს. ცოლ-ქმარი, სამწუხაროდ, გარდაცვლილები ნახეს, ბიჭს კი უკვე მესამე დღეა ეძებენ. თავდაპირველი ინფორმაციით, გრდაცვლილებს თითქოს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა kvirispalitra.ge-ისთვის ცნობილი გახდა, რომ საქმე უბედურ შემთხვევასთან კი არა, მკვლელობასთან გვაქვს და სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილიც უკვე დააკავეს. პორტალმა ინფორმაცია რამდენიმე წყაროსგან მიიღო.

მათი თქმით, ხადას ხეობაში კრიმინალისტები მუშაობენ და ამ მომენტისათვის შემთხვევის ადგილზე გაჰყავთ დანაშაულში ეჭვმიტანილი. როგორც წყარო ამბობს, დანაშაული ერთი პირის მიერაა ჩადენილი, რომელმაც ჯერ მამაკაცი - რაიან სმიტი მოკლა, შემდეგ კი ქალი გადააგდო ჩანჩქერში. განაგრძეთ კითხვა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს