"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი გადამალა, მცირეწლოვანი სავარაუდოდ, თოფით არის მოკლული" - ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი გადამალა, მცირეწლოვანი სავარაუდოდ, თოფით არის მოკლული" - ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

როგორც ვიცი, მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული, მცირეწლოვანი სავარაუდოდ, თოფით არის მოკლული, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ დუშეთის რაიონის მერმა, ნუგზარ სეხნიაშვილმა განუცხადა.

“ჩემი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ ანახა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვი ჰყავდა გადამალული. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სავარაუდოდ. ამ დროისთვის ჩემი ინფორმაციით, მცირეწლოვანს თოფი აქვს ნასროლი. კონფლიქტი მოზარდის მშობელსა და მწყემსს შორის ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა და სავარაუდოდ, თოფი ესროლა. ეს არის ვერსია. მწყემსი დაკავებულია“, - განაცხადა სეხნიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული - მცირეწლოვანი სავარაუდოდ, თოფით არის მოკლული - დუშეთის მერი

6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.

შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს