როდის დაიწყება 3D ტექნოლოგიით ქვევრების დაბეჭდვა და როგორ შეხვდნენ ამ ინიციატივას ქართველი მეღვინეები

როდის დაიწყება 3D ტექნოლოგიით ქვევრების დაბეჭდვა და როგორ შეხვდნენ ამ ინიციატივას ქართველი მეღვინეები

ქართული ქვევრი და ქვევრის ღვინო, რომ უკანასკნელ წლებში მთელს მსოფლიოში განსაკუთრებულად მოდური გახდა - ეს ღვინის მოყვარულებმა ძალიან კარგად იციან და ისიც ფაქტია, რომ მსოფლიოში არამხოლოდ ქვევრის ღვინოზე, საკუთრივ ჭურჭელზე - ქვევრზეც გაიზარდა მოთხოვნა.

საქართველოდან უკვე არაერთმა უცხოელმა მეღვინემ დაიწყო ქვევრების გატანა და დღეს იმერულ ჭურებსა და კახურ ქვევრებს მრავალგან შეხვდებით - სლოვენიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ კანადაში. მექვევრეობა თანდათან უფრო პოპულარული საქმე ხდება და სასიხარულოა, რომ ძირითადად იმერეთში ბევრმა ახალგაზრდამ გამოთქვა ამ ხელობის სწავლის სურვილი.

თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც წინასწარ საზღვრავენ მომავალს და მიაჩნიათ, რომ მომავალში ქართულ ქვევრზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება და ჩვენი მექვევრეები უბრალოდ ვეღარ აუვლენ მოთხოვნის მიხედვით ქვევრების დამზადებას. სწორედ ამიტომ, დავით მიზანდარმა, საქართველოს ბანკის კრეატიულმა დირექტორმა, ნიკა გუჯეჯიანმა და ფოტოგრაფმა, გიორგი მამასახლისმა იპოვეს ტექნოლოგია, რომელიც ქვევრს 3D-ში აშენებს. ჰოლანდიაში მიაკვლიეს კერამიკოსს, რომელსაც დოქტორანტურა აქვს დაცული 3D პრინტერების შექმნაზე და მასთან თანამშრომლობითა და ჯიტას მხარდაჭერით, 3D ტექნოლოგიით დაბეჭდილი პირველი ქვევრის პროტოტიპიც შექმნეს. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს