სანადირო თოფით მოკლა მამა-შვილი, დედა გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბი­სას ხევ­ში გა­და­ვარ­და - ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

სანადირო თოფით მოკლა მამა-შვილი, დედა გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბი­სას ხევ­ში გა­და­ვარ­და - ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

შსს-ს ინფორმაციით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული მ.კ დააკავეს, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა.

შსს-ს ინფორმაციით, შეტყობინება 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ 6 ივლისს შევიდა 112-ში.

"იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლორა სმიტი ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რაიან სმიტის ცხედარი აღმოაჩინეს" - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: 19 წლის მწყემსის დაკავების კადრები, რომელსაც ხადას ხეობაში ოჯახის საზარელი მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა ემუქრება

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა. გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს