"ამ პერიოდში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა, სერიოზული იქნება" - რას უმზადებს ზოდიაქოს ნიშნებს ვენერა ქალწულში

"ამ პერიოდში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა, სერიოზული იქნება" - რას უმზადებს ზოდიაქოს ნიშნებს ვენერა ქალწულში

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო თვის ასტრო-ტენდენციების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"9 ივლისს ვენერა მიწის სტიქიის ნიშანში, ქალწულში გადაბრძანდება და 7 აგვისტომდე იქ იმოძრავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანების ურთიერთობებში ამ ნიშნისათვის დამახასიათებელი თვისებები მოიმატებს – ორგანიზებულობა, სიზუსტე, აკურატულობა, წესრიგი, დეტალებზე ყურადღების გამახვილება. თუმცა ამავდროულად გაიზრდება იმის ალბათობა, რომ ზედმეტმა ჩაკირკიტებამ წვრილმანებისადმი, პრეტენზიულობამ, ეჭვიანობამ, თუ გადამეტებული სიფრთხილის გამოჩენამ, გამოიწვიოს დაძაბული სიტუაციები. რომანტიულ ურთერთობებში ამან ასევე შესაძლოა მოიტანოს გადაჭარბებული კრიტიკულობა და მაღალი მოთხოვნები, გაჭირდება გრძნობების ემოციურად გამოხატვაც.

იმატებს თავდაჭერილობა რომლის მიღმაც სიმორცხვე და არასრულფასოვნების კომპლექსი იმალება ხოლმე.

სამაგიერიდ, ამ პერიოდში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა სერიოზულობით იქნება გამორჩეული.

რაც შეეხება ფინანსებს - პრაგმატულ ქალწულში ვენერას გადასვლა დაგვიცავს ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებებისაგან, ამ პერიოდში საბირჟო ოპერაციები, ფულადი სპეკულაციები და სხვა კაპიტალდაბანდებები ხელსაყრელი გამოდგება, პირად რუკაზე შესაბამისი მაჩვენებლების ქონის შემთხვევაში. გისურვებთ შესამჩნევ წინსვლებს თქვენს აქტიობებში".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს