"გაპრავებული" თაღლითობა?! - რატომ ხდება რეესტრში ჩვენი ქონება დაუცველი

"გაპრავებული" თაღლითობა?! - რატომ ხდება რეესტრში ჩვენი ქონება დაუცველი

რატომ ვერ იცავს საჯარო რეესტრი მოქალაქის ქონებას? ყველა მოქალაქე, ვინც იუსტიციის სახლში ქონების დასარეგისტრირებლად მიდის, დარწმუნებულია, რომ მისი ქონება დაცულია. თურმე ასე არ არის, შეიძლება ერთ დღეს აღმოაჩინოთ, რომ თქვენი ბინა უკვე სხვისია, იუსტიციის სახლში მისულს კი გითხრან, რომ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხს არ აგებენ.(?!) მესამე წელია ნინო დოლიძე იმის შიშით ცხოვრობს, რომ ბინას აუქციონზე გაუყიდიან:

- ნუცუბიძის 26 ნომერში მაქვს ბინა, რომელიც 2015 წლის 13 ოქტომბერს მივაქირავე ვინმე ვალერიან მამუკაშვილს. როგორც მითხრა, ქირის ფულს სამსახური გადაუხდიდა და ნოტარიულად დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება სჭირდებოდა. გამიხარდა, ვიფიქრე, უფრო დაცული ვიქნები-მეთქი. წავედით ნოტარიუსთან გასაფორმებლად, მაგრამ მას ქირავნობის ნაცვლად, გარიგების ერქვა და ეს გავაპროტესტე, მაგრამ ნოტარიუსმა განმიმარტა, თუ ტექსტის შინაარსი გაკმაყოფილებთ, პრობლემა არ არის, ყველანაირი შეთანხმება გარიგებააო... მოვაწერეთ ხელი, დოკუმენტი სამ ეგზემპლარად შედგა - ერთი მე წამოვიღე, ერთი თაღლითმა და ერთიც ნოტარიუსთან დარჩა. სულ 18 ადგილას მოგვაწერინა ხელი, ეს ყველაფერი აღწერილი იყო დოკუმენტის ბოლო გვერდზე. ხელშეკრულება 4-გვერდიანი იყო, ტიპური ქირავნობის. გაქირავებიდან 10 დღეში კი მირეკავს გამომძიებელი და მეუბნება, რომ ჩემი ბინა სხვამ გადაიფორმა და იპოთეკით დატვირთა. 22 ოქტომბერს გავიგე, რომ საბუთები გაყალბდა.

- ეს როგორ მოხდა?

- თაღლითური დაჯგუფების მსხვერპლი აღმოვჩნდი. ხელშეკრულების წინა გვერდები, რაც ქირავნობას ეხებოდა, მოხსნეს, დატოვეს მხოლოდ ბოლო გვერდი და იმას მიაკრეს სხვა ტექსტი, სადაც ეწერა, რომ თითქოს ეს ნასყიდობის ხელშეკრულება იყო და მამუკაშვილმა ჩემი ბინა იყიდა. მთლიანად შეცვალა ტექსტი, ნოტარიულად დამოწმებული ბოლო ფურცელი გამოიყენა, აკინძა და წარადგინა რეესტრში. საჯარო რეესტრმა ყალბი დოკუმენტი დაარეგისტრირა და ჩემი ბინა მამუკაშვილის სახელზე გაფორმდა.

- დოკუმენტს არ ეტყობოდა, გაყალბებული რომ იყო?

- აშკარად ჩანს დარღვევები. ბოლო გვერდზე წერია, რომ 4-გვერდიანია, ყალბი კი 3-გვერდიანი იყო. ბოლო გვერდზე ეწერა, რომ დოკუმენტზე მხარეების 18 ხელმოწერა უნდა ყოფილიყო, ამის ნაცვლად დოკუმენტს მხოლოდ 2 ხელმოწერა ჰქონდა, არც ამას მიაქცია რეესტრმა ყურადღება. არც სანოტარო ბაზაში შეამოწმა დოკუმენტი, სადაც გამოჩნდებოდა, რომ ეს ქირავნობის ხელშეკრულება იყო. ასეთი დარღვევებით გადაუფორმეს 16 ოქტომბერს ჩემი ბინა მამუკაშვილს, ხოლო სამ დღეში ბინა მევახშეს ჩაუდო, იპოთეკით დატვირთა 35.000 დოლარად... როგორც გაირკვა, თაღლითური ჯგუფის წევრებს ერთ თვეში ამ სქემით 5 ბინა გადაუფორმებიათ. ვინმე ტოფაძე, გორგიძე და მამუკაშვილი ერთად მოქმედებდნენ. დანაშაული ჯგუფური იყო, მაგრამ რატომღაც არ გაასამართლეს ჯგუფურად. ამბავი რომ გახმაურდა, მამუკაშვილი ქვეყნიდან გაიქცა. წელიწად-ნახევარი იმალებოდა, შემდეგ ჩაჰბარდა პოლიციას, გაასამართლეს თაღლითობისთვის და 7 წელი მიუსაჯეს, თუმცა დღემდე ჩემი ბინა მის სახელზეა და იპოთეკით არის დატვირთული. 3 წელია ვიბრძვი სასამართლოს გზით. ადმინისტრაციული წესით სარჩელი შევიტანე რეესტრის წინააღმდეგ. სამოქალაქო წესით რომ ვიდავო, ვიცი, დამიკმაყოფილებს სასამართლო და დაეკისრება მამუკაშვილს თანხის გადახდა, მაგრამ ამ ფულს ვერასოდეს ამოვიღებ. ამიტომაც ვუჩივი საჯარო რეესტრს, ის იყო ვალდებული, ჩემი ქონება დაეცვა, რადგან სახელმწიფო უწყებაა. პირველი პროცესი საქალაქო სასამართლოში მოვიგე. ახლა საქმე სააპელაციოშია და როგორ დამთავრდება, არ ვიცი... არიან სხვა დაზარალებულებიც, რომლებმაც ანალოგიური დავა სააპელაციოში წააგეს. საჯარო რეესტრის შეცდომის გამო ქონებას ვკარგავ. იპოთეკარმა უკვე აიღო აღსრულების ფურცელი და დღე დღეზე ქონებას აუქციონზე გაიტანენ. სად ვიპოვო სამართალი? ნოტარიუსმა მითხრა, გაზაფხულის მერე ასეთი ამბები მესმის, 50 ლარით მეტი რომ გადაგეხადა, დოკუმენტს მე ავტვირთავდი მაშინვე ბაზაში და ასე ადვილად ვერ გააყალბებდნენო. რისკი თუ იყო, რატომ არ მითხრა, მეც გადავიხდიდი იმ 50 ლარს და უფრო დაცული ვიქნებოდი. განაგრძეთ კითხვა

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ