მეხიკოს ხელისუფლებამ 11 შტატის ტერიტორიაზე განგაში გამოაცხადა - გატაცებულია რადიოაქტიური ნივთიერებით სავსე კონტეინერი

მეხიკოს ხელისუფლებამ 11 შტატის ტერიტორიაზე განგაში გამოაცხადა - გატაცებულია რადიოაქტიური ნივთიერებით სავსე კონტეინერი

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს ხელისუფლებამ რადიოაქტიური ნივთიერებით სავსე კონტეინერის გატაცების გამო განგაში გამოაცხადა, - ამის შესახებ ქალაქის სამოქალაქო თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

საერთო ჯამში განგაში გამოცხადებულია 11 შტატის ტერიტორიაზე, სადაც შეიძლება ირიდიუმ-192-ით სავსე კონტეინერი აღმოჩნდეს, რომელიც გუშინ ალვარო-ობრეგონის რაიონის ტერიტორიიდან გაიტაცეს. ხელისუფლების განცხადებით, კონტეინერმა შესაძლოა პირდაპირი საფრთხე გამტაცებლებსაც შეუქმნას.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა რადიოგრაფიის სექტორში მომუშავე კომპანიის ავტომობილი გაიტაცეს და, სავარაუდოდ, მის ბორტზე საშიში ტვირთის არსებობის შესახებ არ იცოდნენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე