პრინცი ლუი მოინათლა, ყურადღების ცენრტში კი კვლავ ქეითის და მეგანის კაბები მოექცა

პრინცი ლუი მოინათლა, ყურადღების ცენრტში კი კვლავ ქეითის და მეგანის კაბები მოექცა

კემბრიჯის ჰერცოგმა და გერცოგინიამ მესამე შვილი მონათლეს. Hello წერს, რომ სამეფო ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრის, ლუის ნათლობა წმინდა ჯეიმსის სახელობის ეკლესიაში შედგა. ცერემონიალს, სხვა სტუმრებთან ერთად,რა თქმა უნდა, ესწრებოდნენ პრინცი ჩარლზი, კამილა პარკერი, ჰარი, მეგანი...

ლუის 6 ნათლია ჰყავს, ისინი ქეითის და უილიამის მეგობრები არიან.

თუმცა, ნათლობაზე არ იმყოფებოდნენ დედოფალი და პრინცი ფილიპი, ისინი ნორფოლკიდან ლონდონში დაბრუნდნენ და დატვირთული კვირისთვის ემზადებიან.

წმინდა ჯეიმსის ეკლესიაში ქეით მიდლტონის ოჯახის წევრები მივიდნენ, მათ შორის - ქეითის და, პიპა მიდლტონი, რომელიც ორსულად არის.

შვილის ნათლობის ცერემონიალზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ქეით მიდლტონი, რომელსაც, ჯორჯისა და შარლოტას ნათლობების მსგავსად, ღია ფერის კაბა ეცვა, რომელიც მისმა საყვარელმა დიზაინერმა, ალექსანდრ მაკქუინმა შექმნა.

ასევე, არანაკლებ მომხიბვლელად გამოიყურებოდა მეგან მარკლი. ის წმინდა ჯეიმსის სახელობის ეკლესიაში, სადაც მარტში თავადაც მოინათლა, პრინც ჰარისთან ერთად შევიდა. მეგანს რალფ ლორენის კაბა ეცვა.

ნახეთ ვიდეო: პრინც ლუის ნათლობა მეგანისა და ქეითის კაბებმა დაჩრდილა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე