არასრულწლოვნებმა გლდანში „ბეკოს“ მაღაზიიდან მობილურები წაიღეს - ქურდები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

არასრულწლოვნებმა გლდანში „ბეკოს“ მაღაზიიდან მობილურები წაიღეს - ქურდები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

გლდანში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა „ბეკოს“ მაღაზია გაქურდეს. წაღებულია მობილური ტელეფონები.

როგორც AMBEBI.GE-ს „ბეკოს“ მარკეტინგის მენეჯერმა ხატია ტყებუჩავამ განუცხადა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღნიშნული ფილიალი უკვე მეორედ გაქურდეს და სავარაუდოა, რომ დანაშაული ერთიდაიგივე არასრულწლოვნების მიერაა ჩადენილი.

იხილეთ ვიდეო: 15 წამში გაძარცვული მაღაზია - სათვალთვალო კამერის ჩანაწერი

„13 ივნისს მოხდა პირველი შემთხვევა. კამერების ჩანაწერები რა თქმა უნდა გვაქვს და როგორც ჩანს, საქმე გვაქვს არასრულწლოვნების ერთი და იგივე კრიმინალურ დაჯგუფებასთან.

იდენტიფირება წინა შემთხვევაშიც მოხდა, თუმცა ვინაიდან არასრულწლოვნები არიან მათი დაკავება არ მომხდარა. მოვიდა კრიმინალური პოლიცია, აიღეს თითის ანაბეჭდები. გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მოხდება დამნაშავეების იდენტიფიცირება, თუმცა წინა შემთხვევაშიც იგივე პროცედურები გავიარეთ, მაგრამ შედეგი არ გვაქვს ამ ეტაპზე“, - განაცხადა ხატია ტყებუჩავამ.

13 ივნისს მომხდარი ქურდობის შედეგად „ბეკოს“ მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და თანხაა წაღებული.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო