თბილისში, ავტობუსში 17 წლის მოზარდი დაჭრეს - "სისხლის დანაკარგი დაახლოებით 2 ლიტრამდეა"

თბილისში, ავტობუსში 17 წლის მოზარდი დაჭრეს - "სისხლის დანაკარგი დაახლოებით 2 ლიტრამდეა"

თბილისში, ავტობუსში დაჭრილი 17 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. რეგიონულ ჰოსპიტალში ოპერაცია დასრულდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი რეანიმაციაშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, 17 წლის მოზარდს კუჭი და პანკრეასი აქვს დაზიანებული.

"პაციენტი მოყვანილი იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობის და ჰემორალური შოკის დიაგნოზით. ჩაუტარდა ოპერაცია. დაზიანებული იყო კუჭი, პანკრეასი, იყო ასევე კუჭის გამჭოლი ჭრილობა, ასევე იყო პანკრეასის ქვედა კიდის გამჭოლი ჭრილობა. გაიკერა კუჭი, პანკრეასი და დაზიანებული სხვა ორგანო. შეჩერდა სისხლდენა. სისხლის დანაკარგი დაახლოებით 2 ლიტრამდეა. მძიმეა მდგომარეობა პაციენტის, გადაყვანილია რეანიმაციაში", - განაცხადა ზოგადი ქირურგიული დეპარტამენტის უფროსმა ლექსო ლაგვილავამ.

შემთხვევა თბილისში ცოტა ხნის წინ მოხდა. მოზარდი 140 ნომერ ავტობუსში დაჭრეს.

როგორც Ambebi.ge-მ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს