ავტორი:

სომხეთში კათალიკოსის გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება - "გარეგინ II და მისი გარემოცვა ანაფორაში შემოსილი მაფიოზები არიან"

სომხეთში კათალიკოსის გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება - "გარეგინ II და მისი გარემოცვა ანაფორაში შემოსილი მაფიოზები არიან"

რამდენიმე დღეა სომხეთის მოსახლეობა, ადგილობრივი კათალიკოსის გარეგინ II-ის გადადგომის მოთხოვნით, აქციებს მართავს. მათ ეს მოთხოვნა თითქმის ერთი თვის წინ დააყენეს, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა ფორმები გაამწვავეს. დღეს მოქალაქეთა ჯგუფი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წმინდა ეჩმიაძინის კანცელარიაში შეიჭრა. როგორც ეჩმიაძინის პრესსამსახურის უფროსი ვაგრამ მელიქიანი აცხადებს, საზოგადოება ყველანაირ ზღვარს გადავიდა.

მისი ცნობით, სომეხი კათალიკოსის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ინიციატორი ორგანიზაცია "ახალი სომხეთის" წევრები არიან, რომლებიც შენობაში შეიჭრნენ, შეუსაბამოდ იქცევიან და პროვოკაციული მოქმედებებით გამოდიან. თავის მხრივ, დემონსტრანტები აცხადებენ, რომ დაშლას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე გარეგინ II არ გადადგება.

ინიციატივა "ახალი სომხეთის" თქმით, ისინი "ახალ სომხეთში ახალ პატრიარქს" ითხოვენ. ეჩმიაძინის ეზოში მათ კარვები გაშალეს და აცხადებენ, რომ არც ერთ მოქმედ მაღალი იერარქიის სასულიერო პირთან სალაპარაკოდ არ დაჯდებიან, რადგან ამ ადამიანებმა წლებია თავიანთი ქმედებებით დაამტკიცეს, რომ მათთან საუბარს აზრი არ აქვს...

რამდენიმე დღის წინ ასეთი აქცია ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. საღვთო ლიტურგიის შემდეგ მათთან სასაუბროდ გასვლა სცადა სომხეთის კათალიკოსმაც, თუმცა დემონსტრანტები მას საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ...

"თქვენ უფლება არ გაქვთ კათალიკოსის გადადგომა მოითხოვოთ, ჩვენ ვიცით, ვინც დგას თქვენს უკან და საითკენ მიგყავთ ეს ყველაფერი..." - უთხრა ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა მომიტინგეებს. თავად კათოლიკოსმა იქაურობა სწრაფად დატოვა.

6 ივნისს, რამდენიმე ათასი დემონსტრანტი, რომელთა შორის არიან სასულიერო პირებიც, ერევნის ცენტრში მდებარე წმინდა ანას ტაძარში შეიკრიბნენ და გარეგინ II-ის გადადგომა მოითხოვეს. მაშინ ცნობილი გახდა, რომ თავად კათალიკოსიც მზად იყო საპორტესტო ტალღის მონაწილეებს შეხვედროდა, თუმცა, ისინი მის უპირობო გადადგომას ითხოვდნენ...

"სომხურ ეკლესიაში ჩვეულებრივი მაფიოზები არიან დაბუდებული, საერთოდ, გარეგინ II და მისი გარემოცვა ანაფორაში შემოსილი მაფიოზები არიან. ჩვენ კი არა, ისინი ასუსტებენ ეკლესიას და ხალხს, ებრძვიან ეკლესიას და ეს ყველამ იცის, თუმცა ბევრს არ უნდა ლაპარაკი... დიახ, გარეგინ II, თავის გარემოცვასთან ერთად უნდა წავიდეს, ის არ იმსახურებს იმ ყოფნას..." - აცხადებს "ახალი სომხეთის" წარმომადგენელი გურზან გევორქიანი.

უფრო ადრე, ეჩმიაძინის კანცელარიის ხელმძღვანელმა, ეპისკოპოსმა არშან ხაჩატურიანმა განაცხადა, რომ სომხეთში საეკლესიო ინსტიტუტი პოლიტკისგან შორს არის და ამ ყველაფერში მისი ჩარევა უბრალოდ უსამართლობაა... მისივე თქმით, უმაღლესი პატრიარქი ეროვნული საეკლსიო კრებით, საბჭოზე ირჩევა და მისი გადაყენება პოლიტიკური პროცესების ნაწილი ვერასოდეს გახდება.

"მე, კათალიკოსმა, ყველა ჩვენგანმა ჩაიდინა შეცდომა და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ერთი ადამიანის პრობლემად აქციოთ?" - აცხადებდა ხაჩატურიანი.

უფრო ადრე, იგივე განცხადება გააკეთა ნიკოლ ფაშინიანმა. მისი თქმით, სომხეთში ეკლესია და პოლიტიკა გამიჯნულია. შესაბამისად, სახელმწიფო ეკლესიის საქმეებში არ უნდა ერეოდეს. ადგილობრივი ჟურნალისტის არმენ გასპარიანის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე დიდი ხანია გარეგინ II-ს სერჟ სარგსიანთან აიგივებს.

"ოპოზიცია დაახლოებით ხუთი წელია ამბობს, რომ კათოლიკოსს ქვეყნის ხელმღვანელობასთან პირდაპირი ურთიერთობა აქვს... აპრილის აქციების დროს, ოპოზიციის და მომიტინგეების ერთი ნაწილი გარეგინ II-ისა და მის გარემოცვაში მყოფი მღვდელმსახურების ლუსტრაციასაც ითხოვდნენ..."- ამბობს ის და დასძენს, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, აჟიტირებული არიან.

სომეხი ჟურნალისტის თქმით, მათ ისტორიაში უკვე იყო შემთხვევა, როდესაც მღვდელმსახურები რევოლუციის მოწყობას ცდილობდნენ, თუმცა, ამას კარგისკენ არასდროს არაფერი შეუცვლია...

სომხეთის საეკლესიო კანონის თანახმად, კათოლიკოსს სამუდამო ვადით ირჩევენ. გარეგინ II, უმაღლესმა სასულიერო პირებმა 1999 წელს აირჩიეს და სომხურ ეკლესიას მას შემდეგ მართავს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე