წყალდიდობის გამო ხალხი სახლების სახურავებზე ცხოვრობს - იაპონიაში სტიქიამ 176 ადამიანი იმსხვერპლა

წყალდიდობის გამო ხალხი სახლების სახურავებზე ცხოვრობს - იაპონიაში სტიქიამ 176 ადამიანი იმსხვერპლა

ძლიერი წვიმისგან გამოწვეულმა წყალდიდობამ და მეწყერმა იაპონიაში უკვე 176 ადამიანი იმსხვერპლა. CNN-ის ინფორმაციით, 2011 წლის ფუკუშიმას მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ ეს სტიქია ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდა.

9 ადამიანის პოვნა ვერ ხერხდება. სამძებრო - სამაშველო სამუშაოებში 75 ათასი ადამიანია ჩართული. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უახლოეს საათებში კვლავ ჭექა-ქუხილს, წვიმას, მეწყერს ელოდებიან და სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე დღეს დილით ოკაიამას პრეფექტურაში იმყოფებოდა. ოკაიამას სტიქიის შედეგად ყველაზე მეტი ზარალი მიადგა.

პრემიერმა პრეფექტურა ვერტმფრენით დაათვალიერა და საევაკუაციო ცენტრს ესტუმრა.

სტიქიის გამო აბემ გააუქმა დაგეგმილი ვიზიტები ბელგიაში, საფრანგეთში, საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში.

ასობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა, სახლი მიეტოვებინა. მათ კი, ვინც ვერ მოახერხა ევაკუაცია, სახლების სახურავებს აფარებენ თავს, სადაც წყლის დონემ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე