ტრამპმა პუტინს საიდუმლო საჩუქარი მოუმზადა

ტრამპმა პუტინს საიდუმლო საჩუქარი მოუმზადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთმნიშვნელოვნად ვერ გასცა პასუხი კითხვას, რას წარმოადგენს მისთვის რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი - ის მტერია, თუ მეგობარი.

ამასთან დაკავშირებით მან კომენტარი ევროპაში გამგზავრებამდე გააკეთა, სადაც ის ნატოს სამიტში მიღებს მონაწილეობას და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ „Washington post“ იუწყება.

ტრამპის განცხადებით, პუტინთან შეხვედრა, ალბათ, ყველაზე მარტივი იქნება სხვა დაგეგმილ შეხვედრებთან შედარებით. „ვფიქრობ, პუტინთან შეხვედრა სხვებთან შედარებით, უფრო ადვილი იქნება“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. მან პუტინს მეტოქე უწოდა და აღნიშნა, რომ ჯერ ვერ იტყვის, პუტინი მეგობარია, თუ მტერი. „ვფიქრობ, რომ რუსეთთან, ჩინეთთან და სხვებთან მეგობრობა კარგია და არა ცუდი რამ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღესვე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინისთის საჩუქარი აქვს მომზადებული, მაგრამ ამ საჩუქრის შესახებ, როგორც თავად აღნიშნა, ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც რუს კოლეგას აჩუქებს.

რუსეთისა და მერიკის პირველი პირების შეხვედრა 16 ივლისს ჰელსინკში შედგება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე