მაკრონი საფრანგეთის თამაშის დროს ემოციებს ვერ იკავებდა - საფრანგეთის პრეზიდენტი ტრიბუნაზე ბელგიის სამეფო ოჯახთან ერთად იმყოფებოდა

მაკრონი საფრანგეთის თამაშის დროს ემოციებს ვერ იკავებდა - საფრანგეთის პრეზიდენტი ტრიბუნაზე ბელგიის სამეფო ოჯახთან ერთად იმყოფებოდა

საფრანგეთი-ბელგიის თამაშს სანკტ-პეტერბურგში ემანუელ მაკრონი ბელგიის მეფესთან და დედოფალთან ერთად ესწრებოდა. პრეზიდენტმა უმტიტის მიერ გატანილ გოლზე ემოციები ვერ შეიკავა და ბედნიერებისგან ხტუნავდა.

Express წერს, რომ მაკრონი ფეხბურთის დიდი თაყვანისმცემელია, მთელი მატჩის განმავლობაში ის ნერვიულად ადევნებდა თვალს ფრანგ ფეხბურთელებს.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თითო-თითო ნაღდი მომენტი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ მეკარეები და გოლი არ გავიდა. თუმცა, ტაიმის ბოლოს ფრანგები უფრო მწვავედ უტევდნენ.

შესვენების შემდეგ უმტიტიმ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ფელაინის დაასწრო და ანგარიში გახსნა.

ფინალში საფრანგეთი ხორვატიას, ან ინგლისს შეხვდება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე