"ჩემი შვილი შანტაჟის ქვეშ არის" - რაზე საუბრობს სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულის დედა

"ჩემი შვილი შანტაჟის ქვეშ არის" - რაზე საუბრობს სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულის დედა

ჩემი შვილი არის შანტაჟის ქვეშ, - ამის შესახებ სმიტების ოჯახის სამი წევრის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის დედამ მარიამ მარტიაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, სასამართლოს მისი შვილი პატიმრობაში არ უნდა დაეტოვებინა.

"აჭიკჭიკეს, როგორც უნდოდათ ისე და მერე აუყვანეს ადვოკატი. ჩემი შვილი არის შანტაჟის ქვეშ. ვიღაც უდგას უკან, არ ვიცი სხვა არაფერი. თქვა, მაშანტაჟებდნენ და ოჯახის ამოხოცვით ემუქრებოდნენ", - განაცხადა მარტიაშვილმა.

ბრალდებულის დედისთვის უცნობია, ვინ არიან ის უცხოელები, ვისზეც მისმა შვილმა ისაუბრა და დანაშაულის ჩადენაში ამხილა.

ამასთან, მარიამ მარტიაშვილი მკვლელობის იმ ვერსიის გამოძიების აუცილებლობაზეც საუბრობს, რომელიც მისმა შვილმა დღევანდელ სხდომაზე დაასახელა.

შეგახსენებთ, ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულმა მწყემსმა მალხაზ კობაურმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სმიტების ოჯახის წევრები მას არ მოუკლავს და „იქ ორი უცხოელი მამაკაცი იყო“.„ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ“, - განაცხადა კობაურმა.მოგვიანებით ბრალდებულმა მოსამართლესაც მიმართა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს