"მათი საქმიანობა გათავისუფლებული იქნება ყველა გადასახადისგან" - რა შესაძლებლობა ექნებათ ტაქსის მძღოლებს

"მათი საქმიანობა გათავისუფლებული იქნება ყველა გადასახადისგან" - რა შესაძლებლობა ექნებათ ტაქსის მძღოლებს

ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიკრომეწარმეებად დარეგისტრირდნენ

ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიკრომეწარმეებად დარეგისტრირდნენ, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გაგუამ განმარტა, ტაქსის მძღოლებს არ ექნებათ არანაირი საგადასახადო და სალარო აპარტის ქონის ვალდებულება. მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ცვლილებები შევიდა „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში, რომლის თანახმად, ლიცენზირებადი საქმიანობებით დაკავებული პირები მიკრომეწარმეებად დარეგისტრირებას შეძლებენ.

როგორც ცნობილია, თბილისის მერია 2018 წლის შემოდგომიდან ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას იწყებს. „ტაქსის მძღოლები, შესაძლოა, დარეგისტრირდნენ ე.წ. მიკრომეწარმეებად, რომლებსაც არანაირი საგადასახადო ვალდებულება არ ექნებათ, ასევე არ ექნებათ სალარო აპარტის ქონის ვალდებულება და მათი საქმიანობა გათავისუფლებული იქნება ყველა გადასახადისგან. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია თუნდაც იმისთვის, რომ ასეთი ტიპის პირებს სამოქალაქო კოდექსის ბოლო რეგულაციით გარკვეული შეზღუდვები არ შეექმნათ სესხზე წვდომასთან დაკავშირებით. ამ პირებს საშუალება ექნებათ დაადეკლარირონ თავიანთი შემოსავალი, გადასახადები არ გადაიხადონ და სალარო აპარატის ქონის ვალდებულებაც არ ექნებათ. ტაქსის მძღოლებისთვის მიკრომეწარმეებად დარეგისტრირება იქნება ნებაყოფლობითი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომხიბლავი საგადასახადო რეჟიმი მათთვის მიმზიდველი იქნება“, - განაცხადა გაგუამ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო