მელანია ტრამპი ქმართან ერთად ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. აშშ-ს პირველი ლედი ბლენჰეიმის სასახლეში გამართულ საზეიმო ვახშამზე ულამაზესი ყვითელი კაბით მივიდა.

გრძელ, შლეიფიან შიფონის კაბაში მელანია შესანიშნავად გამოიყურებოდა. აშშ-ს პირველი წყვილი ხელჩაკიდებული მივიდა ვერტმფრენთან, რომლითაც ვახშმისთვის ოქსფორდშაირში გადაფრინდნენ.

ვახშამზე ტრამპებს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ უმასპინძლა.
ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტი და პირველი ლედი დედოფალსაც შეხვდებიან.

