"ვიღაც არაკაცმა მოკლა როკი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აცილებდა სკოლაში" - ზესტაფონში ძაღლის მოკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

"ვიღაც არაკაცმა მოკლა როკი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აცილებდა სკოლაში" - ზესტაფონში ძაღლის მოკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზესტაფონში ძაღლის მოკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

მომხდარზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ინფორმაციას ძაღლის სადისტურად მოკვლის შესახებ ზესტაფონელი ზვიად ზალიკიანი ავრცელებს. მისი თქმით, უპატონოდ დარჩენილ ძაღლს მისი ოჯახი უვლიდა, რაც მეზობლებს არ მოსწონდათ და ამის გამო კონფლიქტი ბევრჯერ ჰქონიათ.

"ზესტაფონში ერთი ძაღლი გვყავდა შეფარებული ეზოში. ჩავდიოდი, ძაღლის საკვებს ვყიდულობდი და ვპატრონობდი. ჩემი არყოფნის დროს კი ჩემი ოჯახის წევრები უვლიდნენ. მეზობლებს არ მოწონდათ და ასჯერ ვეჩხუბე, ვერაფერი გავაგებინე. პატრულში დარეკეს და წაიყვანეს ძაღლი ქუთაისის თავშესაფარში. იქ ყურზე საყურე და კასტრაცია გაუკეთეს და როგორც იქნა, დავიბრუნეთ როკი.

მერე ცემეს კიდეც მეზობლებმა, ჩემებმა მოუარეს და ფეხზე დააყენეს. ჩემს დას ნანახი აქვს, პატრულთან ერთად დააპირა ცემა მერიის თანამშრომელმა, ამ დიდი გარჩევის მერე, მაგრამ პატრულს არც შეუმჩნევია, აქეთ გვაწვებოდა. ვინც ცემა, იმის მიმართ აგრესიული გახდა როკი, თუმცა არასდროს არავისთვის უკბენია. დღეს ბებია მირეკავდა და ვერ ვუპასუხე. მომწერა, როკი მოკლესო. ვიღაც არაკაცმა, რომლის ვინაობაც ცნობილია, მოკლა როკი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აცილებდა სკოლაში და არავისთვის არაფერი დაუშავებია. პატრული ჩემებს ეუბნება, ხალხს კბენდა და მოსაკლავიაო" - ყვება ზვიად ზალიკიანი.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო