დონალდ ტრამპს დედოფლის რძალთან, პრინცესა დაიანასთან სექსი სურდა

დონალდ ტრამპს დედოფლის რძალთან, პრინცესა დაიანასთან სექსი სურდა

დონალდ და მელანია ტრამპების ვიზიტი დედოფალთან ახლა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ ერთი უხერხული ფაქტის გახსენებაც - დონალდ ტრამპი დედოფლის რძალზე, ლედი დაიანაზე იყო შეყვარებული და არაერთხელ აღნიშნა კიდეც, რომ მასთან „სექსიც ექნებოდა“.

ინტერვიუების შინაარსზე სხვადასხვა დროს არაერთმა გამოცემამ დაწერა. People-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა 1997 წელს რადიოინტერვიუში ჰოვარდ სტერნთან განაცხადა, რომ „ექნებოდა სექსი პრინცესა დაიანასთან, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ლედი დი აივ-ინფექციაზე ტესტს გაიკეთებდა“. ინტერვიუ ტრამპმა სტერნს დაიანას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მისცა.

ინტერვიუს მიმდინარეობისას სტერნი და ტრამპი საუბრობდნენ აივ-ინფექციაზე ტესტის შესახებ, ჟურნალისტმა გაითამაშა სცენა, ვითომდა ტრამპი სთხოვს დაიანას, სექსამდე ანალიზი გაიკეთოს.

„ლედი დი, ექიმთან ხომ არ წახვიდოდი?“ - ხუმრობს ჩანაწერში სტერნი.

„ჩაჯექი ჩემს ლექსუსში, ახალი ექიმი მყავს. პატარა გამოკვლევის ჩატარება გვსურს შენთვის,“ - განაგრძო ტრამპმა „დაიანას მისამართით“.

დაიანაზე დონალდ ტრამპმა და ჰოვარდ სტერნმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს, 2000 წელს. ტრამპმა ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებლად ექნებოდა სექსი პრინცესასთან, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე.

„ლედი დი იყო ნამდვილი ქალი, საოცრად ლამაზი. რამდენჯერმე შევხდი, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, სუპერმოდელის სილამაზე ჰქონდა. სიმაღლე, კანი, მთლიანად საოცარი ქალი იყო,“- განაცხადა ტრამპმა.

პრინცესა დაიანა 36 წლის ასაკში, 1997 წელს პარიზში გარდაიცვალა.

2015 წელს ტრამპის წარმომადგენელმა გამოცემას People განუცხადა, რომ დაიანას და დონალდ ტრამპს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, ერთმანეთი ძალიან მოსწონდათ, თუმცა მათ შორის მეტი არაფერი მომხდარა.

აშშ-ს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ამ წუთებში უინძორის სასახლეში დედოფალ ელისაბედს ხვდება.

ლუკაშენკო დასავლეთისგან Ryanair-ის თვითმფრინავის ავარიულ დაჯდომასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსაციას მოითხოვს

უკრაინა ბელარუსთან ფრენებს წყვეტს, მასთან ერთად Air France, Finnair და "სინგაპურის ავიახაზები"

ესპანეთში დინოზავრის ქანდაკებაში ცხედარი იპოვეს - რა დეტალებს ასაჯაროებს პოლიცია უჩვეულო საქმის შესახებ