მღვიმიდან გამოყვანილმა ბიჭებმა პირველად ისაუბრეს - "მადლობა ყველას"

მღვიმიდან გამოყვანილმა ბიჭებმა პირველად ისაუბრეს - "მადლობა ყველას"

ტაილანდელმა ბიჭებმა, რომლებიც დატბორილი გამოქვაბულიდან რამდენიმე დღის წინ ამოიყვანეს, საჯაროდ პირველად ისაუბრეს. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, საავადმყოფოს თანამშრომლების მიერ გადაღებულ ვიდეოში 12 ბიჭი და მათი მწვრთნელი მადლობას უხდიან მაშველებს და ყველა ადამიანს, ვინც მათ გულშემატკივრობდა.

ბიჭები ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებიან. ამბობენ, რომ თავს კარგად გრძნობენ და საუბრობენ ტაილანდურ კერძებზე, რომლის დაგემოვნებაც ძალიან უნდათ.

„მადლობა ჩვენი გადარჩენისთვის, თავს კარგად ვგრძნობთ,“ - ამბობენ ვიდეოჩანაწერში ბიჭები.

მათი 25 წლის მწვრთნელი კი მადლობას უხდის ტაილანდის მთავრობას და ყველა სამაშველო სააგენტოს, რომელიც ჩართული იყო ევაკუაციის პროცესში.

„მადლობა პრემიერ-მინისტრს, ყველა სააგენტოს, მაშველებს, ექიმებს. თავს კარგად ვრგძნობ და უკვე შემიძლია, ნორმალურად ვჭამო კიდეც,“ - ამბობს ეკაპოლი.

მღვიმიდან ევაკუირებულებს საავადმყოფოდან მომავალ კვირაში გაწერენ. ჯანდაცვის მინისტრმა ბიჭებს მოუწოდა, არ მისცენ ინტერვიუები მედიას, რადგან ყურადღების ცენტრში ყოფნა მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საზიანო შეიძლება იყოს.

ტაილანდელი ბიჭები, რომლებიც ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის, „გარეული ტახების“ წევრები არიან, და მათი მწვრთნელი 23 ივნისს გაუჩინარდნენ. 2 ივლიის მათ დატბორილ მღვიმეში ბრიტანელმა მყვინთავებმა მიაგნეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე