ავარია აჭარაში - მამაკაცი გარდაიცვალა, ორი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

ავარია აჭარაში - მამაკაცი გარდაიცვალა, ორი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, ავარიის დროს დაშავდა ორი ბავშვი, დედა და ბებია, ბავშვების მამა კი გარდაიცვალა.

როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ბავშვები ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. რაც შეეხება ბავშვების დედას და ბებიას, ისინი ბათუმის კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

იხილეთ ვიდეო: გარდაიცვალა ორი ჩვილი, რომლებიც ოჯახთან ერთად ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიაში მოყვნენ - ადგილზე დაიღუპა ბავშვების მამაც

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო