მეგან მარკლი და ქეით მიდლტონი ქმრების გარეშე ერთად პირველად გამოჩნდნენ

მეგან მარკლი და ქეით მიდლტონი ქმრების გარეშე ერთად პირველად გამოჩნდნენ

კემბრიჯისა და სასექსის ჰერცოგინიები უიმბლდონზე იმყოფებიან, მეგან მარკლი ჩოგბურთელ მეგობარს, სერენა უილიამსს გულშემატკივრობს.

ქმრების გარეშე ერთად ქეითი და მეგანი პირველად გამოჩნდნენ. ისინი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის დაპირისპირებას დაესწრნენ.

ქეითს კოპლებიანი კაბა ეცვა, რომლის დიზაინერი ჯენი პეკჰემია. მეგანმა კი რალფ ლორენის ლურჯზოლებიანი პერანგი შეარჩია, განიერ შარვალთან ერთად.

სასექსის ჰერცოგინია სერენა უილიამსის ახლო მეგობარია. უილიამსი გასულ წელს დედა გახდა, თუმცა მალევე შეძლო არაჩვეულებრივ ფორმას დაბრუნებოდა.

სპორტსმენი ესწრებოდა მეგანისა და ჰარის ქორწილსაც, ქმართან, ალექსის ოჰანიანთან ერთად.

ნახეთ ვიდეო : მეგან მარკლი და ქეით მიდლტონი ქმრების გარეშე: ჰერცოგინიები უიმბლდონზე

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე