დაპირისპირება ჭიათურაში მაღალჩინოსნებს შორის - თანამდებობის პირები დაკითხვაზე იმყოფებოდნენ

დაპირისპირება ჭიათურაში მაღალჩინოსნებს შორის - თანამდებობის პირები დაკითხვაზე იმყოფებოდნენ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები პოლიციის იმერეთის სამხარეო სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ ჭიათურაში, რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს, რომელშიც ჭიათურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფიგურირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი რესტორანში 13 ივლისს, სხვა სუფრის წევრებთან მუსიკალური ნომრის შეკვეთას მოჰყვა. ფიზიკური დაპირების შედეგად დაშავებულია 2 პირი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს. ჭიათურის მერის მხარდამჭერები მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას პროვოკაციად მიიჩნევენ და პოლიციის უფროსს უკავშირებენ. ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინნა ასანიძე რესტორანში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მას აქვს ვიდეო კადრები, რაც პოლიციის პოზიციას მთლიანად შეცვლის. მისი თქმით, ჩხუბი მერის წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროვოკაციას მოჰყვა. მაღალჩინოსნებს შორის დაპირისპირება ეხება პოლიციის შენობასთან სამი ახალგაზრდის შიმშილობის ფაქტს, რა დროსაც ახალგაზრდები პოლიციის უფროსს და მის მოადგილეს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებდნენ და მათ გათავისუფლებას ითხოვნდნენ. პროტესტის ნიშნად ახალგაზრდებმა პირიც ამოიკერეს. მათ სოლიდარობა ჭიათურის მერმა გამოუცხადა. სავარაუდოდ, მომხდარი გახდა მისი და პოლიციის მაღალჩინოსანთა დაპირისპირების მიზეზი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს