უბედური შემთხვევა ტყიბულში: შახტში 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 6

უბედური შემთხვევა ტყიბულში: შახტში 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 6

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა მოხდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. მათი ნაწილი ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

"ტყიბულში შახტაში ისევ საწარმოო შემთხვევა მოხდა, არიან დაღუპულები.... ისევ იმ უბანზე. ცეცხლით არიან დამწვრები... 4 გარდაცვლილია 6 დამწვრობით გადაიყვანეს საავადმყოფოში" - წერს საქართველოს პროფკავშირების თანამშრომელი თამარ გედევანიშვილი "ფეისბუქზე".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო