"მესმოდა ტირილის ხმა, ჩანდა მხოლოდ სისხლი და მტვერი" - სასტიკ ტერაქტს პაკისტანში 149 ადამიანი ემსხვერპლა

"მესმოდა ტირილის ხმა, ჩანდა მხოლოდ სისხლი და მტვერი" - სასტიკ ტერაქტს პაკისტანში 149 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში წლის ყველაზე სისხლიანი ტერაქტი მოხდა - CNN-ის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა სულ მცირე 149 ადამიანი იმსხვერპლა, 186-ზე მეტი კი დაშავდა. ტერაქტის სამიზნე პოლიტიკოსის - ნავაბზადა სირაჯ რაისანის ესკორტი იყო. აფეთქების შედეგად რაისანიც გარდაიცვალა.

ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით, ბალოჩისტანის პროვინციაში მომხდარი ტერაქტის დროს 200-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. მიმდინარე წელს პაკისტანში ეს ყველაზე სასტიკი ტერაქტი იყო.

ნახეთ ვიდეო : სასტიკი ტერაქტი პაკისტანში - თვითმკვლელმა ტერორისტმა სულ მცირე 149 ადამიანი იმსხვერპლა

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, თუმცა ჯერ-ჯერობით, ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდება. ბალოჩისტანის ხელისუფლებამ ორდღიანი გლოვა გამოაცხადა. პოლიტიკოსებმა საქმიანობა დროებით შეაჩერეს.

სამოქალაქო უსაფრთხოების უწყების ხელმძღვანელმა, მუჰამედ ასლამ ტარინმა CNN-თან აღნიშნა, რომ თავდასხმის დროს 8-10 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს.

დაშავებულებს შორის 36 წლის აბდულ მაჯიდიც არის. ვიდრე საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, მას ათობით ადამიანის ტირილის ხმა ესმოდა და მხოლოდ მტვერსა და სისხლს ხედავდა. თავდასხმას მისი ორი ნათესავი ემსხვერპლა.

პაკისტანში არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაძაბულობა და თავდასხმების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სამშაბათს სულ მცირე 20 ადამიანი გარდაიცვალა, 63 კი დაშავდა პეშავარში მომხდარი ტერაქტის შედეგად. პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე