3 თვეში განმეორებული ტრაგედია და კომპანია, 160 მლნ დოლარის შემოსავლით - ვინ არის მინდელის შახტის მფლობელი

3 თვეში განმეორებული ტრაგედია და კომპანია, 160 მლნ დოლარის შემოსავლით - ვინ არის მინდელის შახტის მფლობელი

მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი გარდაიცვალა და 6 დაშავდა. აღსანიშნავია, რომ შახტის სწორედ ამ უბანში 3 თვის წინ, 5 აპრილს მომხდარი შემთხვევის გამო 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

ტყიბულის, მინდელის სახელობის შახტის მფლობელი კომპანია „საქნახშირია“, რომელიც ნახშირის ერთადერთი მომპოვებელი კომპანიაა საქართველოში. მის 100%-იან წილს, „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ფლობს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვინ ფლობს აღნიშნულ კომპანიას და როგორია მისი შემოსავლები.

რეესტრის მონაცემებით, „ინდუსტრიულ ჯგუფს“, რომლის გენერალური დირექტორიც ყოფილი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილია, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული „ჩემექსიმ ინტერნეშენალი“ ფლობს. ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მოპოვება რთულია, თუმცა, როგორც ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ მიერ „საქნახშირის“ შესახებ 2017 წელს მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, კომპანიის ვებ-გვერდზე 2015 წელს განთავსებული (ამჟამად დოკუმენტი აღარ არის ხელმისაწვდომი) დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის თანახმად, მართავს და განაგებს ასევე დავით ბეჟუაშვილი. კომპანიის არა-აღმასრულებელი დირექტორი კი დავით ბეჟუაშვილის ძმა, გელა ბეჟუაშვილია. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო