ქართველმა მხატვარმა პუტინის პორტრეტი "ყოვლისმჭვრეტელი" 400 000 ევროდ გაყიდა

ქართველმა მხატვარმა პუტინის პორტრეტი "ყოვლისმჭვრეტელი"  400 000 ევროდ გაყიდა

ქართული წარმომავლობის მხატვრის დევიდ დათუნას მიერ შექმნილი ვლადიმერ პუტინის პორტრეტი, სახელწოდებით „ყოვლისმჭვრეტელი ვ“ რუსმა ბიზნესმენმა 400 ათას ევროდ შეიძინა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, მხატვრის პრესსამსახური ბიზნესმენის ვინაობას არ ასახელებს.

„რუსეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში აღარ ვყოფილვარ. აქ ყველაფერი შეიცვალა, არა მხოლოდ სტადიონები, პარკები და ქუჩები, არამედ - ხალხიც. პეტერბურგში, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას დამიკვეთეს ვლადიმერ პუტინის პორტრეტი შემექმნა და დამეხატა ისე, როგორც მას ამჟამად ვხედავ.

ვიზიტისას პუტინი სწორედ ასეთად დავინახე - „ყოვლისმჭვრეტელად“. მისი ყოფნა ყველგან იგრძნობოდა და ვეცადე, ეს გრძნობა საკუთარ ნახატში ამესახა“ - ამბობს დევიდ დათუნა. მხატვრის განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

ამასთან, ხელოვანი ხაზს უსვამს, რომ ნახატი ჰელსინკიში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრასაც ეძღვნება.

„ვურჩევ პრეზიდენტებს, თვალებში ჩახედონ ერთმანეთს და იმედი მაქვს, რომ შეხვედრა მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის,“ - აღნიშნავს დევიდ დათუნა.

რამდენიმე თვის წინ მხატვარმა დონალდ ტრამპს შესთავაზა, შეექმნა ინსტალაცია, რომელიც კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას მიეძღვნებოდა.

2014 წელს დევიდ დათუნამ საქართველოს საავტორო სტილით შექმნილი ეროვნული დროშა აჩუქა, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციაში განთავსდა. ნამუშევარი შესრულებულია სხვადასხვა ოპტიკური ლინზით. მისი სახელწოდებაა "საქართველო - მილიონთა იმედი", ხოლო ღირებულება 1 000 000 ამერიკულ დოლარს აღემატება.

Google-ში, Apple-სა და სხვა ტოპ-კომპანიებში მუშაობის დასაწყებად, უმაღლესი განათლება საჭირო აღარ არის

ჯანმრთელ ქალს გათხოვება არ სურს - ფსიქოლოგ ლაბკოვსკის 20 სკანდალური დასკვნა

ვინ არის ქართველი ხელოვანი, რომელმაც 120 000 დოლარიანი ბანანი შეჭამა?