ავტორი:

Google-ში, Apple-სა და სხვა ტოპ-კომპანიებში მუშაობის დასაწყებად, უმაღლესი განათლება საჭირო აღარ არის

Google-ში, Apple-სა და სხვა ტოპ-კომპანიებში მუშაობის დასაწყებად, უმაღლესი განათლება საჭირო აღარ არის

უმაღლესი განათლების მიღება ძვირი ჯდება. სტუდენტები დიდ თანხას იხდიან იმისთვის, რომ უნივერსიტეტი დაამთავრონ, ჯერ ბაკალავრის, შემდეგ მაგისტრის ხარისხი მიიღონ. მიიჩნევენ, რომ სწორედ უმაღლესი განათლებაა ტოპ კომპანიებში მუშაობის დასაწყებად მთავარი გასაღები.

მაგრამ ბოლო დროს ტენდენცია შეიცვალა და ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Google, Apple, Netflix კადრებს უმაღლესი განათლებისა და ხარისხის მიხედვით აღარ არჩევენ.

კომპანია "სიმენსის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბარბარა ჰამპტონი და „ეფლის“ აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ კუკი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ოთხწლიანი განათლების მიღების საჭიროებას.

კუკი ამბობს, რომ Apple-ის თანამშრომელთა ნახევარი ის ადამიანები არიან, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ. ის ამბობს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებს არ ასწავლიან იმ აუცილებელ უნარებს, რომლებიც სხვადასხვა კომპანიებში სამუშაოდ არის საჭირო.

"სიმენსის" აღმასრულებელი დირექტორი, ბარბარა ჰამპტონი კი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლება არ არის კარიერული წარმატების გარანტი.

"ხშირად დამსაქმებლები მოითხოვენ, რომ სამსახურის მაძიებელს ჰქონდეს უმაღლესი განათლება, მაშინ როცა შესასრულებელი საქმე არაფერ კავშირში არაა მიღებულ განათლებასთან. ადამიანებს აქვთ ზოგადი, თეორიული ცოდნა, რომელიც სამსახურში, როგორც წესი, არაფერში ადგებათ“, - ამბობს ჰამტონი.

ბოლო წლების ტენდენციის მიხედვით, Google, Apple, Netflix სამსახურში იღებენ ისეთ კადრებს, რომლებსაც აქვთ ამა თუ იმ სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარები და არავინ აქცევს ყურადღებას სამსახურის მაძიებელს ბაკალავრის ხარისხი აქვს, მაგისტრის, თუ საშუალო განათლება.

დასაქმების ბაზარზე არსებულმა ყველაზე მსხვილმა სოციალურმა ქსელმა, LinkedIn-მა ჩაატარა კვლევა და აღმოაჩინა, რომ წარმატებული კომპანიები კადრების ძებნისას არ ითხოვენ უმაღლეს განათლებას. LinkedIn-ის კვლევის მიხედვით, ზოგიერთ პოზიციაზე კომპანიები საშუალო განათლებასაც კი არ სთხოვენ სამსახურის მაძიებელს. ასეთი პოზიციებია ელექტრონიკის ტექნიკოსი, მარკეტინგის სპეციალისტი და ა.შ.

"როგორც იცით, ჩვენი კომპანია კოლეჯიდან გამორიცხულებმა დააარსეს, სწორედ ამიტომ, ჩვენ არასოდეს გვიფიქრია, რომ კოლეჯში მიღებული განათლება არის წარმატების გარანტი. ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი ჰორიზონტი გავაფართოვოთ“ - ციტირებს გამოცემა Business Insider Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის სიტყვებს.

მკვლევარები, დასაქმების ექსპერტები გირჩევენ, იმუშაოთ საკუთარ თავზე, არ დაეყრდნოთ მხოლოდ იმას, რასაც უნივერსიტეტში გასწავლიან და ნუ გადაყრით ფულს ისეთ ცოდნაში, რომელიც შრომის ბაზარზე არ გამოგადგებათ. შეიძინეთ პროფესიული უნარ-ჩვევები და შესაძლოა, ერთ დღესაც Google-ის ტოპ კადრი გახდეთ.

რატომ არ უნდა აკოცოთ შვილს ტუჩებში? - ბავშვთა ფსიქოლოგის განმარტება

ჯანმრთელ ქალს გათხოვება არ სურს - ფსიქოლოგ ლაბკოვსკის 20 სკანდალური დასკვნა

ვინ არის ქართველი ხელოვანი, რომელმაც 120 000 დოლარიანი ბანანი შეჭამა?