პროფესიები, რომლებიც 25 წლის წინ არ არსებობდა

პროფესიები, რომლებიც 25 წლის წინ არ არსებობდა

დღევანდელი მსოფლიო ტექნოლოგიების გავითარებისა და სამეცნიერო აღმოჩენების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება. შესაბამისად, ამან არა მარტო ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა, არამედ ახალი პროფესიები და შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილები გააჩინა.

ინტერნეტის, სმარტფონებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ ისეთი პროფესიები შეიქმნა, რომელზეც რამდენიმე ათეული წლის წინ წარმოდგენაც არ გვქონდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ იმ პროფესიებს, რომელიც უახლოეს წარსულში არ არსებობდა.

სოციალური მედიის მენეჯერი - ეს პროფესია სოციალური ქსელების გაჩენის შემდეგ 21-ე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. დღეს კომპანიები თავიანთი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის სოციალური ქსელის სხვდასხვა პლატფორმას აქტიურად იყენებს.

app დეველოპერი - დღეს თანამედროვე ადამიანი მობილურს არა მხოლოდ კომუნიკაციისთვის, არამედ სხვდასხვა დამატებითი ფუნქციისთვისაც იყენებს. მობილურის განვითარებაზე კი app დეველოპერი ზრუნავს.

ვირტუალური ასისტენტი - ინტერნეტი კომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ თანამშრომლების ნაცვლად ვირტუალური დამხმარე მსოფლიოს ნებისმიერი კუთხეში ჰყავდეთ.

ბლოგერი /ვლოგერი (იუთუბერი) - როდესაც 1994 წელს ბლოგი შეიქმნა, ის ადამიანების პირად დღიურს წარმოადგენდა. დღეს კი დიდ კომპანიებს ვებ-გვერდზე ბლოგის განყოფილებაც აქვს, ამისთვის კი მუდმივი თანამშრომელიც აჰყავს. 2005 წელს კი „იუთუბი“ შეიქმნა, სადაც ბლოგერებს დიდი შესაძლებლობები აქვთ. საინტერესო ვიდეოს ატვირთვის შემთხვევაში კი „იუთუბი“ ბლოგერს ფულსაც უხდის. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო