არნოლდ შვარცნეგერი ტრამპს - პუტინთან პრესკონფერენციაზე როგორც დოყლაპია, ისე იდექით

არნოლდ შვარცნეგერი ტრამპს - პუტინთან პრესკონფერენციაზე როგორც დოყლაპია, ისე იდექით

კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორი, მსახიობი არნოლდ შვარცნეგერი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპი, როგორც დოყლაპია, ისე გამოიყურებოდა.

მისი თქმით, ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლა სამარცხვინო იყო.

„პრესკონფერენციაზე როგორც დოყლაპია, ისე იდექით. ჩემს თავს ვეკითხებოდი, როდის გამოართმევდით პუტინს ავტოგრაფს ან მასთან სელფის გადაიღებდით“, - ნათქვამია არნოლდ შვარცნეგერის ვიდეომიმართვაში.

არნოლდ შვარცნეგერის აზრით, დონალდ ტრამპმა უღალატა ამერიკის დაზვერვას, მართლმსაჯულების სისტემასა და ქვეყანას მთლიანობაში.

„თქვენ აშშ-ს პრეზიდენტი ბრძანდებით. ასე არ უნდა მოიქცეთ. რა დაგემართათ? რა დაემართა რონალდ რეიგანის იმ სიტყვებსა და ძალას, როდესაც ის ბერლინის კედელთან იდგა და გორბაჩოვს უთხრა: „ჩამოშალეთ ეს კედელიო“?“, - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ არნოლდ შვარცნეგერი „რესპუბლიკური პარტიის" წევრია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე