პუტინი-ტრამპის შეხვედრის შემდეგ აშშ-ში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე საუბრობენ

პუტინი-ტრამპის შეხვედრის შემდეგ აშშ-ში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე საუბრობენ

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატა მზად არის რუსეთთან მიმართებაში ახალი სანქციების შემოღება განიხილოს, თუ ასეთი წინადადებით პროფილური კომიტეტები მიმართავენ. ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა განაცხადა.

„მესმის რუსეთთან კარგი ურთიერთობების ქონის სურვილი და აუცილებლობა, თუმცა რუსეთი სახელმწიფოა, რომელიც იმუქრება, რომელიც არ იზიარებს ჩვენს ინტერესებსა და ღირებულებებს. რასაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ და რისი გაკეთებაც შეგვიძლია, განვაგრძოთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება“, - განაცხადა პოლ რაიანმა.

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ასევე შეეხო რუსეთის სამხედრო დაზვერვის 12 თანამშრომლისთვის ბრალის წაყენებას.

„თქვენ იხილეთ სპეცპროკურორის რობერტ მუელერის საბრალდებო დასკვნა. ეს ГРУ-ს ოფიცერები არიან. მე უკვე გავეცანი სადაზვერვო მონაცემებს. ეს ის ხალხია, ვინც კიბერშეტევას ახორციელებდა ჩვენს არჩევნებზე“, - აღნიშნა პოლ რაიანმა.

მისი თქმით, აშშ-მ უკვე დაუწესა რუსეთს სანქციები, თუმცა „თუ პროფილური კომიტეტები მოითხოვენ კიდევ რაიმე სხვა სანქციების დაწესებას, წარმომადგენელთა პალატა მოხარული იქნება ეს განიხილოს“.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე