ავტორი:

ჩეჩენი გავლენიანი ოჯახის შვილი სექსუალური ორიენტაციის გამო გაიტაცეს - "ეს კადიროვის ხელწერაა"

ჩეჩენი გავლენიანი ოჯახის შვილი სექსუალური ორიენტაციის გამო გაიტაცეს - "ეს კადიროვის ხელწერაა"

ჩეჩნეთის ლიდერი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებზე ნადირობას განაგრძობს. გასულ ხუთშაბათს, სანკტ-პეტერბურგში 20 წლის ჩეჩენი, ზელიმხან ახმადოვი გაიტაცეს... ჩეჩენი სამართალდამცავები მას სექსუალური ორიენტაციის გამო დევნიდნენ და სწორედ ამ მიზეზით, მასზე ჩეჩნეთში ძებნა გამოცხადდა.

novayagazeta.ru-ს ცნობით, ზელიმხანი სამართალდამცავებს ოჯახის ნებართვის გარეშე არ გაუტაციათ. მათი ინფორმაციით, ის შავ ავტომობილში "ჩატენეს" და მოხოვაიას ქუჩაზე მდებარე ჰოსტელში მიიყვანეს, სადაც მას მამა და ბიძა ელოდნენ. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, ძმები ტოლიატში, სამარასა და ჩეჩნეთში გავლენებით სარგებლობენ. ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, ბორის ბერეზოვსკისთან ერთად, ავტომობილებით მოვაჭრე კომპანაშია Логовазе-ში მუშაობდნენ და საკმაოდ დიდი ბიზნესი ჰქონდათ და შესაბამისად, ავტორიტეტითაც სარგებლობდნენ.

ზელიმხანის მეგობარმა, რუსეთის ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ზელიმხანი ოჯახის წევრების წნეხის გამო დახმარებას ჯერ კიდევ გაზაფხულზე ითხოვდა.

სანკტ-პეტერბურგში მისი გატაცების შემდეგ, ადგილობრივმა პოლიციამ მისი ადგილსამყოფელი დაადგინა. ვიდრე მობილურს წაართმევდნენ, ზელიმხანმა მოასწრო და ლგბტ თემის წარმომადგენლებს მესიჯი მისწერა, სადაც დახმარებას სთხოვდა და მისამართიც მიუთითა.

რამდენიმე ხანში, ისინი მისამართზე, სამართალდამცავებთან ერთად მივიდნენ. პოლიციამ ზელიმხანი მამასთან ერთად ადგილობრივ განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც მათ 5 საათზე მეტი ხანი გაატარეს. მთელი ამ დროის განმავლობაში, მამა შვილს აიძულებდა, გაეკეთებინა ვიდეოგანცხადება, რომ არავითარი გატაცება არ ყოფილა და მის სექსუალურ ორიენტაციაზე საუბარიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

novayagazeta.ru-ს ცნობით, გამტაცებლები გაქრნენ და მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე მათგანს სანკტ-პეტერბურგის პოლიციის თანამშრომლის ყალბი მოწმობა ჰქონდა, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, მათი დაკავება ვერ მოხერხდა.

"რაც შეეხება, "აღიარებით ვიდეომიმართვას" - ეს კადიროვის ხელწერაა და არამხოლოდ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებთან, სხვა შემთხვევებშიც წარმატებით იყენებს... როგორც ჩანს, ჩეჩნეთის ლიდერს "მწვანე შუქი" აქვს ანთებული, რადგან ის ამ პოლიტიკას წლებია განაგრძობს... მაგალითად, კრასნოიარსკელმა დეპუტატმა კონსტანტინ სენჩენკომ კადიროვის სტალინურ ფრაზეოლოგიას და ქმედებებს "რუსეთის სირცხვილი" უწოდა, თუმცა, მოგვიანებით, ის მას პირისპირ შეხვდა და ბოდიში მოუხადა... როგორც ჩანს, დეპუტატი სენჩენკო კადიროვის კრიტიკის გამო, წნეხის ქვეშ გაატარეს," - წერს გამოცემა.

ერთი სიტყვით, ოჯახის წევრების წნეხის და მუქარის მიუხედავად, რომ "ღირსების მკვლელობა" გარდაუვალი იქნებოდა, ზელიმხანმა ვიდეოჩანაწერის გაკეთებაზე უარი თქვა. ლგბტ ორგანიზაციამ მას დაცვა მიუჩინა და უფლებებს ადვოკატი იცავს, თუმცა ახალგაზრდა ჩეჩენი აცხადებს, რომ ბოლომდე უსაფრთხოდ არ არის.

ახმადოვი საკუთარი სახლიდან ათი თვის წინ გაიქცა და თავი სანკტ-პეტერბურგს შეაფარა, რადგან ჩეჩნეთში მამა და ბიძა, ასევე ადგილობრივი სამართალდამცავები მოკვლით ემუქრებოდნენ.

"ახმადოვების ოჯახი ბოლომდე იბრძოლებს "სირცხვილის ჩამოსარეცხად", რადგან ახალგაზრდა ზელიმხანმა მთელ მის საგვარეულოს მოსცხო ჩირქი, რომლის ჩამოწმენდაც, ყველას ვალია," - წერს რუსული მედია. მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებზე დევნის ფაქტებს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ის მაინც გრძელდება.

"ისეთი ოჯახები, როგორიც ახმადოვები არიან, რომელთაც რუსეთში ძალიან დიდი აღიარება აქვთ და ბიზნესწრეებშიც მიღებული არიან, თავიანთ შვილებს "ღირსების სახელით" თავად კლავენ, უბრალო ოჯახების შვილებს კი ჩეჩენი სამართალდამცავები უსწორდებიან," – წერს novayagazeta.ru.

ასე გაქრა იანვარში ჩეჩნეთში აღიარებული მომღერალი ზელიმხან ბაკაევი, რომელიც მოსკოვიდან გროზნოში ზაფხულში დაბრუნდა. ის მაშინვე გაიტაცეს და რამდენიმე თვე გროზნოში, საიდუმლო ციხეში ჰყავდათ, შემდეგ კი, ცნობილი გახდა, რომ დაიღუპა. ყველაფერი ისე "მიჩუმათდა", რომ გამოძიება არც კი დაწყებულა... მომღერალი, თავის დროზე კადიროვთან დაახლოებული პირი იყო. გავრცელებული ცნობებით, სწორედ მისი ბრძანებით მოკლეს ბაკაევი, როგორც "მიუღებელი ორიენტაციის მქონე".

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე