დიპლომატი, ბიზნესმენი, იმპრესარიო... - როგორია პრეზიდენტობის კანდიდატის პირადი ცხოვრება და როგორ მოხიბლა მან ცნობილი ბალერინა

დიპლომატი, ბიზნესმენი, იმპრესარიო... - როგორია პრეზიდენტობის კანდიდატის პირადი ცხოვრება და როგორ მოხიბლა მან ცნობილი ბალერინა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ფონზე წარადგინა. გაერთიანებაში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის, თუმცა მათში უმთავრესი "ნაციონალური მოძრაობაა", დანარჩენები კი ძირითადად თითოკაციანი პარტიებია, თუმცა ამ შემთხვევაში გვინდა თქვენთან ერთად გადავხედოთ გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიას.

დიპლომატი, ბიზნესმენი, იმპრესარიო...

როგორც აღმოჩნდა, ის მეტად მრავალფეროვანი ინტერესების მქონე ადამიანია. ამ ეტაპზე პრეზიდენტობის კანდიდატი, სხვადასხვა დროს დიპლომატი, ბიზნესმენი და საკუთარი მეუღლის, მსოფლიოში ცნობილი ბალერინას ნინო ანანიაშვილის იმპრესარიოც გახლდა.

გრიგოლ ვაშაძე 1958 წელს დაიბადა, 1975 წელს დაამთავრა თბილისის 61-ე სკოლა და სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა.

ის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებად დასავლურ კურს ასახელებს, თუმცა ოპონენტები ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას, ყველზე დიდ ცოდვად სწორედ საბჭოთა კავშირის საგერო საქმეთა სამინისტროში მიღებულ დიპლომატიურ გამოცდილებას უთვლიდნენ და უთვლიან ახლაც.

ვაშაძეზე წერდნენ, რომ ის საბჭოთა საგარეო პოლიტიკური სკოლის აღზრდილი და საკმაოდ იმედისმომცემი დიპლომატი გახლდათ. მან 1981 წელს დაასრულა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა, სადაც 1988 წლამდე ჯერ საერთაშორისო ორგანიზაციების, შემდეგ კი კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში საქმიანობდა. 1988 -1990 წლებში გახლდათ დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი.

დიპლომატიიდან წასვლის შემდეგ ის ცხოვრობდა მოსკოვსა და ნიუ-იორკში. 1988 წელს კი დაქორწინდა ცნობილ ბალერინაზე - ნინო ანანიაშვილზე, რის შემდეგაც პრესაში ხშირად მოიხსენიებდნენ მის იმპრესარიოდ. მოგვიანებით ბიზნესში მოსინჯა ძალები, დააფუძნა და ხელმძღვანელობდა კომპანიებს: Georgia Arts Managment და Gregori Vashadze and BR.

მას მერე, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, მან და მისმა მეუღლემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს.

2004 წელს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნინო ანანიაშვილს თბილისის საბალეტო დასის ხელმძღვანელობა შესთავაზა და ისიც სამშობლოში დაბრუნდა, მას ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭეს...განაგრძეთ კითხვა

"ჩვეულებრივი ადამიანია ჩემი ერთი შვილი, მეორე – არა, იმიტომ რომ ლაბორატორიაში მუშაობს კოვიდზე" - პაატა იმნაძე საკუთარ განცხადებას განმარტავს

კორონავირუსის ახალი სინდრომით საქართველოში ათეულობით ბავშვი მკურნალობს - "პრეპარატი დეფიციტშია, რამაც შეიძლება პრობლემის წინაშე დაგვაყენოს"

"სხვადასხვა მეფეს თავისი დროშა ჰქონდა, თუმცა ხუთჯვრიანი უფრო ხშირად ფიქსირდება" - როდის გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე პირველად საქართველოს დროშა?