ბრიტანული მედია - დადგენილია იმ პირთა ვინაობა, ვინც სერგეი სკრიპალი და მისი შვილი მოწამლეს

ბრიტანული მედია - დადგენილია იმ პირთა ვინაობა, ვინც სერგეი სკრიპალი და მისი შვილი მოწამლეს

ბრიტანულმა პოლიციამ იმ პირთა იდენტიფიცირება მოახდინა, ვინც სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია სკრიპალი მოწამლეს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება. არსებული ინფორმაციით, სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში რუსეთის რამდენიმე მოქალაქე იყო ჩართული.

„გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ მათ ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება მოახდინეს. ეს ის პირები არიან, რომლებმაც მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ მეშვეობით თავდასხმა განახორციელეს. მათი იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების მეშვეობით მოხდა“, - იუწყება გამოცემა The Sun წყაროზე დაყრდნობით.

მიმდინარე წლის 4 მარტს, დიდ ბრიტანეთში ქალაქ სოლსბერიში ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია სკრიპალი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების „ნოვიჩოკის“ ზემოქმედების ქვეშ მოხვდნენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აღნიშნულში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე