84 წლის კაცმა მაკიაჟის გაკეთება ისწავლა, რომ მხედველობადაკარგული ცოლი გაალამაზოს - წყვილის ემოციური ამბავი

84 წლის კაცმა მაკიაჟის გაკეთება ისწავლა, რომ მხედველობადაკარგული ცოლი გაალამაზოს - წყვილის ემოციური ამბავი

ირლანდიელმა ასაკოვანმა წყვილმა დაამტკიცა, რომ ნამდვილი სიყვარულისთვის ახალი რამის სწავლა გვიან არასოდეს არის, მაშინაც კი, თუ უკვე 84 წლის ხართ.

დეს და მონა მონაჰანების ისტორია ძალიან ემოციურია. ისინი ერთად უკვე 56 წელია ცხოვრობენ. დესი 84 წლისაა, მონა კი მასზე ერთი წლით უმცროსი.

სამწუხაროდ, მათ დიდი უსიამოვნება შეემთხვათ - მონამ მხედველობა დაკარგა, ახლა ის მთლიანად ქმარზეა დამოკიდებული. მარცხენა თვალით სრულებით ვერაფერს ხედავს, მონას დამოუკიდებლად თითქმის არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია, მათ შორის - ცხადია, არც მაკიაჟის.

როდესაც ქალის მხედველობამ გაუარესება დაიწყო, დესი მას მხოლოდ მაკიაჟის შესწორებაში ეხმარებოდა. თუმცა, თანდათან სიტუაცია გაუარესდა, მონას თვალების შეღებვა დამოუკიდებლად აღარ შეეძლო. ამასთან, მას ხელები ძლიერად უკანკალებდა, რის გამოც ხელში ფუნჯის დაჭერა აღარ შეეძლო. საკუთარი უსუსურობის შეგრძნების გამო მონა ხშირად ტიროდა. ცოლი რომ გაემხნევებინა, დესმა გადაწყვიტა, მაკიაჟის გაკეთება ესწავლა.

ერთ დღეს დესი სავაჭრო ცენტრში შევიდა, სადაც კოსმეტიკის განყოფილებაში პროფესიონალ ვიზაჟისტს როუზი ო’დრისკოლს საკუთარი ცოლის შესახებ უამბო და უთხრა, რომ მაკიაჟის გაკეთების სწავლა სურდა. ისტორიამ როუზიზე ძალიან იმოქმედა და 8 თვის განმავლობაში ასწავლიდა დესს მაკიაჟის ხელოვნებას.

როუზის თქმით, დესს უკვე საკუთარი ტექნიკაც გამოუმუშავდა - მაგალითად, ურჩევნია, წარბები არა ჩრდილით, არამედ - ფანქრით შეღებოს.

დესი ფიქრობს, რომ უკეთესად ხვდება, რა უხდება მის ცოლს. მონა კი ქმრის მადლიერია, რადგან მიიჩნევს, რომ სწორედ დესის წყალობით ინარჩუნებს სილამაზეს. წყვილის ამბის შესახებ ცნობილმა ვიზაჟისტმა, მარიო დედივანოვიჩმა შეიტყო, რომელიც კიმ კარდაშიანთან მუშაობს. მარიომ როუზი, დესი და მონა ლონდონში მასტერკლასზე მიიწვია. მისი შეთავაზება ირლანდიელმა წყვილმა დიდი აღფრთოვანებით მიიღო.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს