ტრამპი - თუ პუტინთან ურთიერთობებს ვერ დავალაგებ, მაშინ მისი ყველაზე დიდი მტერი გავხდები

ტრამპი - თუ პუტინთან ურთიერთობებს ვერ დავალაგებ, მაშინ მისი ყველაზე დიდი მტერი გავხდები

თუ პუტინთან ურთიერთობებს ვერ დავალაგებ, მაშინ მისი ყველაზე დიდი მტერი გავხდები, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემი მიდგომა რუსეთთან მიმართებაში უფრო ხისტი და მკაცრია, ვიდრე ნებისმიერ სხვა პრეზიდენტს ჰქონია. გაიხსენეთ სანქციები, რომელიც რუსეთს დავუწესე, რუსი დიპლომატები, რომლებიც აშშ-დან გავაძევე. ამდენი რამ რუსეთთან მიმართებაში არავის გაუკეთებია“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ურთიერთობის დალაგება პრეზიდენტ პუტინთან პოზიტიური ამბავი იქნება.

„თუმცა, თუ ეს არ იმუშავებს, თუ ურთიერთობებს ვერ დავალაგებთ, მაშინ მე მისი ყველაზე დიდი მტერი ვიქნები“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის სარა სანდერსის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწეს, ჯონ ბოლტონს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვაშინგტონში ვიზიტით მოწვევა დაავალა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე