ნათია მეზვრიშვილი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე - "სხვა პირების დაკავებაც არაა გამორიცხული..."

ნათია მეზვრიშვილი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე - "სხვა პირების დაკავებაც არაა გამორიცხული..."

თუ შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებას შევძლებთ, რა თქმა უნდა, სხვა პირების დაკავებაც არაა გამორიცხული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე გუშინ ერთი არასრულწლოვნის დაკავების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმის დაკავება მოხდა შსს–ს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში და სავარაუდოდ, აღნიშნულ პიროვნებას პროკურატურა ბრალს დღეს წარუდგენს.

„გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ მოვლენების არც ერთი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას, ამის შესახებ არაერთხელ ვთქვით და ამის ნათელი დასტურია გუშინდელი დაკავების ფაქტი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, კონკრეტულად ვერ ისაუბრებს რა მტკიცებულების მოპოვებას შეძლებს გამოძიება.

„მტკიცებულებების მოპოვება გრძელდება. როგორც კი შეგვექმნა საკმარისი სტანდარტი იმისა, რომ ბრალდებულის სტატუსით ერთი პირი დაგვეკავებინა, ეს გავაკეთეთ. თუ შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებას შევძლებთ და ამ მიმართულებით ძალისხმევას არ ვიშურებთ, რა თქმა უნდა, სხვა პირების დაკავებაც გამორიცხული არაა. ბრალდების წარდგენას სჭირდება შესაბამისი სტანდარტი. როცა შეიკრიბა შესაბამისი მტკიცებულება, მოხდა დაკავება“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს