თუ "გუგლში" ჩაწერთ სიტყვას "იდიოტი", დონალდ ტრამპის ფოტოებს ამოგიგდებთ

თუ "გუგლში" ჩაწერთ სიტყვას "იდიოტი", დონალდ ტრამპის ფოტოებს ამოგიგდებთ

აშშ-ს პრეზიდენტის კრიტიკოსები სოციალურ ქსელში Reddit დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. სოცქსელის მომხმარებლებმა სცადეს, „მოეტყუებინათ“ გუგლის ფოტოების საძიებო ალგორითმი და წარმატებით გამოუვიდათ კიდეც - „გარდიანის“ ინფორმაციით, თუ საძიებო სისტემაში ჩაწერთ სიტყვას Idiot (იდიოტი), შედეგად ტრამპის ფოტოებს მიიღებთ.

ონლაინაქციის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბრიტანელმა დემონსტრანტებმა აშშ-ს პრეზიდენტის ლონდონში ყოფნის დროს მშვიდობიან აქციებზე გამოიყენეს სიმღერა American Idiot. დონალდ ტრამპი ლონდონში გასულ კვირას იმყოფებოდა.

გამოცემა Fortune-ის ინფორმაციით, ინტერნეტპროტესტის ასეთ ფორმას „გუგლით დაბომბვა“ ჰქვია, მსგავსი კამპანია აგორდა წლების წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის წინააღმდეგაც. სიტყვაზე „მატყუარა“ საძიებო სისტემა შედეგებში ბლერის ფოტოებს აჩვენებდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე