გლდანში "ბეკოს" მაღაზია მესამედ ძარცვეს - ზარალი დაახლოებით 22 ათას ლარს შეადგენს

გლდანში "ბეკოს" მაღაზია მესამედ ძარცვეს - ზარალი დაახლოებით 22 ათას ლარს შეადგენს

გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე "ბეკოს" მაღაზია გაძარცვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიაში განუცხადეს, წაღებულია დაახლოებით 15 ტელეფონი. მათივე ინფორმაციით, ზარალი დაახლოებით 22 ათას ლარს შეადგენს.

"ბეკოს" წარმომადგენელთა ინფორმაციით, დანაშაული არასრულწლოვანთა დაჯგუფებას უკავშირდება.

"დღემდე მაღაზია კიდევ ორჯერ გაძარცვეს. ეს მესამე შემთხვევაა, თუმცა გამოძიებული აქამდე არც ერთი საქმე არ არის", - განაცხადეს „ბეკოში“.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს