"ყველანაირი პასუხი გაყალებებულია ჩემი შვილის წინააღმდეგ" - მალხაზ კობაურის დედა ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა

"ყველანაირი პასუხი გაყალებებულია ჩემი შვილის წინააღმდეგ" - მალხაზ კობაურის დედა ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის დედა შორენა მაზიაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც მედიით გასაჯაროვდა, არ ენდობა. შორენა მაზიაშვილმა "რუსთავი2"-ის გადაცემა "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, რომ ექსპერტიზის პასუხი გაყალბებულია.

"როცა ადვოკატის გარეშე დაიკითხა, ნიმუშები ადვოკატის გარეშე აუღეს, როცა ვითხოვ, რომ გავიგო, სად არის ჩემი შვილი და არ ვიცი, როგორც უნდოდათ ყველაფერი ისე მოაწყეს. ექსპერტიზის პასუხი გაყალბებულია. ყველანაირი პასუხი გაყალებებულია ჩემი შვილის წინააღმდეგ. გამოიძიონ ნორმალურად. ვიდრე პირადად შვილს არ დაველაპარაკები, ვერ დავიჯერებ. მანახონ, დამალაპარაკონ და დავრწმუნები, მართლა დახოცა თუ არა", - განაცხადა შორენა მაზიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "ვიდრე პირადად არ დაველაპარაკები შვილს, ვერ დავიჯერებ" - სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედა ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმიტთან. ექსპერტიზით ასევე ირკვევა, რომ რაიან და ლორა სმიტების მცირეწლოვანი შვილი მიბჯენით არის მოკლული.

წაიკითხეთ ასევე: "ჯერ გააუპატიურა, მერე წყალში აყოფინებდა თავს, ვიდრე ქალი არ დაიხრჩო" - მალხაზ კობაურმა დანაშაული აღიარა?

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს