ბათუმში ოთხი სავაჭრო ობიექტი გაქურდეს

ბათუმში ოთხი სავაჭრო ობიექტი გაქურდეს

ბათუმში, ჯორჯიაშვილისა და წერეთლის ქუჩებზე ოთხი სავაჭრო ობიექტი გაქურდეს. როგორც მაღაზიის მეპატრონეები აცხადებენ, დილით სავაჭრო ობიექტების მინები დაზიანებული დახვდათ. მათივე ინფორმაციით, ოთხივე მაღაზიიდან მხოლოდ თანხა არის წაღებული. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სავარაუდო არასრულწლოვანი დამნაშავეები დადგენილები არიან, რომლებიც შესაბამის პასუხისგებაში მიეცემიან.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში ოთხი სავაჭრო ობიექტი გაქურდეს, ბრალდებულები სავარაუდოდ არასრულწლოვანები არიან - რას ამბობენ მაღაზიებში?

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს