"ჩამოდიან ბიზნესმენები... მათ წინასწარ აქვთ შეკვეთილი ნარკოტიკი" - საქართველოში ნარკოტურიზმი იკიდებს ფეხს?

"ჩამოდიან ბიზნესმენები... მათ წინასწარ აქვთ შეკვეთილი ნარკოტიკი" - საქართველოში ნარკოტურიზმი იკიდებს ფეხს?

"ცოტა ხნის წინ ძველმა ნაცნობმა მიამბო, რომ თბილისში ერთი რუსი გოგონა გაიცნო და ძალიან დამეგობრდნენ. მითხრა, თანდათან ნდობაში შემოვიდა, მოგვიანებით კი გამომიცხადა, რომ "პრავადნიცააო". როცა ჩემი ნაცნობი მისი საქმიანობით დაინტერესდა, უთქვამს, რომ ნარკოტურიზმში იყო ჩართული და თბილისის ელიტაში გარევა უნდოდა", - განაცხადა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ბლოგერმა მანჩო გიორგობიანმა. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

ვინ არიან "პრავადნიცები" და როგორ იკიდებს ფეხს ნარკოტურიზმი საქართველოში?

- ნარკოტურის მესვეურები წინასწარ სწავლობენ სტუმრის ფსიქოლოგიას (ინტერნეტით ეკონტაქტებიან). ნარკოტურის ორგანიზატორები საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს გიდს ახვედრებენ. ჩამოსულები წინასწარ უკვეთენ ნარკოტიკს და გიდმა იცის, რითაც უნდა "გაუმასპინძლდეს". ხვდება აეროპორტში, მიჰყავს, აბინავებს. გიდს წინასწარ აქვს დაგეგმილი სად წავლენ, კლუბურ მუსიკას მოუსმენენ თუ ოპერას...

"პრავადნიცამ" დამკვეთის ფსიქოლოგია იმიტომ უნდა იცოდეს, რომ მაქსიმალური სიამოვნება მიაღებინოს და ბევრიც დაახარჯვინოს. მასაც სტუმარი იმ კლუბში მიჰყავს, სადაც კლუბური ნარკოტიკია. თუ ვინიცობაა ცუდად გახდა, გიდმა იცის, როგორ გამოიყვანოს მდგომარეობიდან. ერთი სიტყვით, სტუმრის სიცოცხლის დაცვა და მაქსიმალური კაიფი ევალება, ტურისტიც მშვიდადაა და ენდობა გამცილებელს, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ მის ხელში არაფერი ემუქრება.

- დამკვეთები, ძირითადად, რომელი ქვეყნებიდან არიან?

- ჩამოდიან ბიზნესმენები, მთელი წელი გადაღლილები რომ არიან, განტვირთვა უნდათ. მათ საქართველოში წინასწარ აქვთ შეკვეთილი ნარკოტიკი. ტურისტებს მოსწონთ საქართველო, ამასთან, კანონი ლიბერალურია და მათ წამლის მოხმარებაზე აქ არავინ დაიჭერს, გამსაღებლებიც დიდ ფულს შოულობენ... დამკვეთები, ძირითადად, რუსები და უკრაინელები არიან წაიკითხეთ მეტი

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს